ეკონომიკა

“ტოიოტას” კრიზისი

8 თებერვალი, 2010 • • 1906
“ტოიოტას” კრიზისი

ტოიოტას კლიენტები უჩივიან, მიზეზი კი ავტომობილების მუხრუჭის გაუმართაობაა. იაპონიის ტრანსპორტის სამინისტრომ Toyota Motor -ს 13 საჩივრის გამოძიება სთხოვა.

შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ ავტომობილების აქსელატორების გაუმართაობის გამო იაპონურმა კომპანია ტოიოტამ ბაზრიდან რეკორდული რაოდენობის მანქანები ამოიღო – აშშ-ის ბაზრიდან 7,7 მლნ ავტომობილი, ევროპიდან _ 1,8 მლნ და ჩინეთიდან 750 ათასი ავტომობილი . შედეგად ტოიოტამ , შესაძლოა, 2 მლრდ დოლარის ზარალი განიცადოს.

ტოიოტასთან პრეტენზიები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ტრანსპორტის მინისტრს, რომლის თქმითაც, მათ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ იაპონურ კომპანიას ავტომობილები ბაზრიდან გაეტანა.

ამ პროცესის დაგვიანებისთვის ტოიოტა შესაძლოა დაჯარიმდეს. ჯარიმის მოცულობამ კი არ არის გამორიცხული 16 მილიონ დოლარს გადააჭარბოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი