ეკონომიკა

საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი CNN-ის სამაუწყებლო ეთერში

24 სექტემბერი, 2015 • • 1355
საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი CNN-ის სამაუწყებლო ეთერში

სამაუწყებლო კომპანია CNN მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული საინფორმაციო წყაროა, რომელიც აუდიტორიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტიპის სახის ინფორმაციას 24 საათის განმავლობაში აწვდის.


საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის CNN -ის ეთერში ჩვენება 2015 წლის 21 სექტემბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით მოხდება. რგოლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას და წარმოაჩინოს ქვეყნის, როგორც რეგიონული ცენტრის როლი. გარდა ამისა, კლიპის მიზანია, ხაზი გაუსვას საქართველოს ტრანზიტულ დანიშნულებას და ქვეყნის უნიკალურ, სტრატეგიულ მდებარეობას, რომლიც ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ აზის ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა.


საიმიჯო ვიდეორგოლის მთავარ გზავნილს საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივე (Georgia Making Business Easy) წარმოადგენს. ასევე ყურადღება გამახვილებულიევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე. საერთო ჯამში, ვიდეორგოლი სწორედ ზემოთ აღნიშნული კუთხით საქართველოში ხელსაყრელი გარემოს ჩვენებას ემსახურება“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.


CNN -ის ეთერში გადაცემა “Silk Road – Past, Present and Future“ ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს აბრეშუმის გზის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ინფორმაციის მაყურებლამდე მიტანას. გადაცემის მსვლელობისას საქართველოს შესახებ ვიდეოტიხრები განთავსდება. ამავდროულად, გადაცემა ფოკუსირებულია, აუდიტორიის ყურადღება მიმართოს საქართველოს მასშტაბით ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემოს არსებობისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი