ეკონომიკა

ივნისში ფულადი გზავნილები 26.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

15 ივლისი, 2015 • • 1073
ივნისში ფულადი გზავნილები 26.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა.

 

ევროკავშირის ქვეყნებიდან ივნისში 31,4 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. 13 მილიონი დოლარი შეადგინა ფულადი გზავნილების მოცულობამ საბერძნეთიდან, რაც ჩამოუვარდება როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, ასევე გასულ თვეს. საბერძნეთი საქართველოს ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე კი რუსეთია, – გასულ თვეს რუსეთითან საქართველოში 41 მილიონის ტრანსფერი განხორციელდედა, აღნიშნული კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია.

 

ფულადი გადმორიცხვები გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ივნისში ამერიკიდან 8,6 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი მოცულობის  8,5 პროცენტია. ერთ წელში ამერიკიდან ფულადი გზავნილები 3 პროცენტით გაიზარდა.

 

2015 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.3 მლნ აშშ დოლარი (32.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.1 მლნ აშშ დოლარისა (25.0 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.

 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი