ეკონომიკა

19 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Pegasus Airlines იფრენს

9 აპრილი, 2015 • • 1472
19 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Pegasus Airlines იფრენს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მგზავრებს ქუთაისი-სტამბოლის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შეეძლებათ. 

 

ავიაკომპანია პეგასუსი მომხმარებლებს სტამბოლის საბია გოგჩენის აეროპორტიდან ავიარეისებს დაახლოებით 100 სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. 

 

ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით ავიაბილეთების ფასი 29.99 ევროდან იწყება. მათი შეძენა მსურველებს დღეიდან პეგასუსის ვებგვერდზე შეუძლიათ.

 

ქუთაისის აეროპორტიდან ამ დრომდე ავიარეისებს ავაკომპანია Wizz Air ასრულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი