ეკონომიკა

საქართველოში ფულადი გადმორიცხვები 23,3% -ით შემცირდა

19 თებერვალი, 2015 • • 1365
საქართველოში ფულადი გადმორიცხვები 23,3% -ით შემცირდა

2015 წლის იანვარში საქართველოში  ფულადი გადმორიცხვები 23 მლნ აშშ დოლარით (44.6 მლნ ლარით), ანუ 23.3 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის იანვართან შდარებით. 2014 წლის იანვარში გადმორიცხვებმა 98,401 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  

 

გადმორიცხვებში იანვრის ტრანსფერებითაც 2015 წელს ლიდერია რუსეთი, სადანაც 25.9 მლნ აშშ დოალარი  გადმოირიცხა, შემდეგ მოდის საბერძნეთი 12.2 მლნ აშშ დოლარით და იტალია 8.5 მლნ აშშ დოლარით. 

 

ფულადი გადმორიცხვები 2015 წლის იანვარში შემცირებულია 2014 წლის ნოემბერთან და დეკემბერთან შედარებით. ფულადმა გადმორიცხვებმა ნოემბერში 104,288 მლნ აშშ დოლარი, ხოლო დეკემბერში 116,075 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

 

2015 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.5 მლნ აშშ დოლარი  (24.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 12.0 მლნ აშშ დოლარს (21.2 მლნ ლარი) შეადგენდა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი