ეკონომიკა

ნარმანია: თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი გაგრძელდება

5 აგვისტო, 2014 • • 1162
ნარმანია: თბილისის  შემოვლითი რკინიგზის პროექტი გაგრძელდება

ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა: 

 

“თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი დაწყებული იყო ისე, რომ გეოლოგია და სხვა წინა მოსამზადებელი სამუშაოები არ იყო გაკეთებული. ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ამ პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ის, რომ ამ პროექტის 80% იყო შესრულებული, ეს არის სიცრუე. დახარჯულია დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარი. ერთი მაგდენი კიდევ სჭირდება ამ პროექტის დასრულებას.”  

 

შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება „საქართველოს რკინიგზამ“ 2010 წელს დაიწყო. პროექტში უნდა ჩართულიყო  “ევ­რო­პის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი” (EBRD), რომელსაც სესხის სახით 100 მილიონი ევრო  უნდა გამოეყო. 2011 წელს (EBRD)–ი ამ პროექტს გამოეთიშა. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“ პროექტიდან გასვლის მიზეზებზე კომენტარი არ გააკეთეს.

 

“სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზის”  ყოფილმა  გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ეზუგ­ბა­ი­ამ 2011 წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაცხა­და, რომ შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტის ღირებულება 170 მლნ ევ­რო იყო. პირ­ვე­ლა­დი საპ­რო­ექ­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, 100 მლნ ევ­რო “სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზას” “ევ­რო­პის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის­გან” სეს­ხის სა­ხით უნ­და მი­ე­ღო, ხო­ლო 70 მლნ ევ­როს თა­ვად კომპანია გა­მო­ყოფ­და, თუმ­ცა  (EBRD)–ის პროექტიდან გასვლის შემდეგ მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მთლი­ა­ნად რკინიგზას  უნდა დაეფარა.

 

შემოვლითი რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბას ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი  ქარ­თულ-ჩი­ნუ­რი კონ­სორ­ცი­უ­მი სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა “ხიდ­მ­შე­ნი” ახორ­ცი­ე­ლებდა. 2011 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ირაკლი ეზუგბაიამ განაცხადა, რომ კომპანიამ ამ პროექტზე საკუთარი სახსრებიდან 140 მილიონი ლარი დახარჯა.

 

„საქართველოს რკინიგზამ“ 980 მი­წის ნაკ­ვე­თი გა­მო­ის­ყი­და, მა­თ მფლო­ბე­ლე­ბის სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ კი 22 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტი თან­ხა გას­ცა.

 

თბი­ლი­სის შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბა 2013 წლი­სათ­ვის იგეგმებოდა.  „საქართველოს რკინიგზის“ გენერელური დირქტორი მამუკა ბახტაძე პროექტის გაგრძელების და დასრულების ვადებს ვერ ასახელებს. 

შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა
შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა

მასალების გადაბეჭდვის წესი