ეკონომიკა

მთავრობის სუბსიდია ავიაკომპანიებისთვის ტურისტების შემოსაყვანად

5 მაისი, 2014 • • 1833
მთავრობის სუბსიდია ავიაკომპანიებისთვის ტურისტების შემოსაყვანად

მისი თქმით, ეს ინიციატივა საქართველოში ტურისტულ ნაკადს გაზრდის  და ავიაკომპანიების სერვისს გააიაფებს: 


“ჩვენ გვაქვს ფული და ინიციატივა, რომ ავიაკომპანიებს სუბსიდირება შევთავაზოთ. სანაცვლოდ ისინი ქვეყანაში ტურისტებს შემოიყვანენ. ჩვენ ვთაზობთ ავიაკომპანიებს სარეკლამო კამპანიის განხორციელებას იმ ქვეყნებში, სადაც ისინი დაფრინავენ. დაიდგემება ასევე ბანერები. გამოყოფილი თანხით ძირითადად ბილეთის ფასის სუბსიდირება მოხდება. პირველ სუბსიდიას “უკრაინის ავიახაზები მიიღებს. ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდიანარეობს. არის ეკონომიკის მინისტრის და საქართველოს პრემიერ–მინისტრის სრული მხარდაჭერა”. 

როდის და რა რაოდენობის სუბსიდიას მიიღებს “უკრაინის ავიახაზები” სახელმწიფოსგან, ამ თემაზე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ლალი ვეშაკიძე კონკრეტულად ვერ საუბრობს: 


“ახლახან გავხსენით რეისები თბილისი–ბათუმის მიმართულებით. დაემატება კიდევ ხარკოვის და ლვოვის მიმართულება. რადგან ახალ რეისებს ვხსნით და ტურიზმის ადმინისტრაცია ტურისტების დიდ ნაკადს უკრაინიდან ელოდება, სუბსიდირებისთვის ჩვენი კომპანია შეირჩა, თუმცა მოლაპარაკებები ამ თემაზე არ დასრულებულა.”


საქართველში ავიაბილეთების სიძვირეზე საუბრობს “აზერბაიჯანის ავიახაზების” წარმომადგენელი:


“ბაქოდან თბილისში ფრენა 400 ევრო ღირს. ამ ფასს ემატება ტრანსპორტირება, სასტუმრო და კვება. ეს კი, საბოლოო ჯამში, საქართველოში ტურიზმს აძვირებს. თუ სახელმწიფო ავიაკომპანიებს დაეხმარება და ბაქოდან ფრენის ფასი 200 დოლარამდე შემცირდება, საქართველოში უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა.”


კომპანია “ლუფტჰანზას” წარმომადგენელი საქართველოში სტეფან ვერსემანი ამბობს რომ ბილეთის ფასი პირდაპირ კავშირშია ავიარეისებზე არსებულ მოთხოვნასთან: 


“ფასი დამოკიდებულია მოთხოვნაზე. თუ მოთხოვნა გაიზარდა, ფასი შემცირდება. საქართველოში ჩვენს ავიარეისებზე არის საშუალო მოთხოვნა. მაგალითად, გერმანიიდან ტურისტების ნაკადი არ არის დიდი. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჯეროვანი სამუშაო უნდა ჩაატაროს იმისთვის, რომ ტურისტების ნაკადი გაიზარდოს.”


ავიაკომპანია “აირზენას” ხელმძღვანელი იასე ზაუტაშვილი გამოსავალს ავიასაწვავის ბაზარზე მდგომარეობის მოწესრიგებაში ხედავს:


“ყველა მიმართულებაზე ბილეთის ფასი არის ძვირი. ბილეთის ფასის ფორმირებაზე გავლენას ახდენს საწვავის ფასი. საქართველოში კონკურენციის საფუძველზე უნდა შემოვიდეს საწვავი. მაგალითად, პარიზის რეისზე ფასი 500 ევრო გვაქვს, აქედან აეროპორტის მიერ დადგენილი სატარიფო წილი ბილეთში 120 ევროა, ხოლო საწვავის- 250 ევრო.”


ზაუტაშვილის ინფორმაციით, “აირზენას” თვითმფრინავს პარიზის მიმართულებით ფრენის შესასრულებლად ორივე მიმართულებით 25 000 ევროს საწვავი სჭირდება:


“1 ტონა TS1–ის ბრენდის საწვავს “სოკარისგან 1000 ევროდ ვყიდულობთ. ავიასაწვავის ბაზარზე “სოკარი” ყველაზე დიდი მიმწოდებელია. მცირე სეგმეტი აქვს “ვისოლს”. სახელმწიფომ რომ ნება გამოიჩინოს, ჩვენ გვაქვს ჩვენი რეზერვუარები და ავიასაწვავს თურქმენეთიდან შემოვიტანდით, რაც ფასის დაწევის საშუალებას მოგვცემდა. არსებობს უკვე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და იმედი მაქვს, ხელისუფლება ამ მიმართულებით იმუშავებს.” 


საავიაციო საწვავის იმპორტმა 2014 წელს შეადგინა 13,4 ათასი ტონა, რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი –  58,9% განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან: თურქმენეთი – 36,6%, საბერძნეთი – 4,5%. 







 

 







მასალების გადაბეჭდვის წესი