ეკონომიკა

გუნცაძე: რკინიგზის ტვირთბრუნვა შემცირდა, შემოსავლები კი გაიზარდა

27 მარტი, 2014 • • 2197
გუნცაძე: რკინიგზის ტვირთბრუნვა შემცირდა, შემოსავლები კი გაიზარდა

მისი თქმით, ტვირთბრუნვის შემცირების მიუხედავად, საქართველოს რკინიგზის შემოსავლები გაიზარდა და ფინანსური გეგმა ჩვეულებრივად სრულდება.

 

“საუბარია ნედლი ნავთობის შემცირებაზე, ასევე, ხორბლის ტვირთბრუნვის შემცირებაზე, რომელსაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. შავი ზღვის პორტებში დაახლოებით 15%–ით შემცირებულია ტვირთბრუნვა. ბუნებრივია, თუ შავი ზღვის პორტები ნაკლებ ტვირთებს გადაამუშავებენ, შესაბამისად, ჩვენს დერეფანში რკინიგზის მეშვეობით ნაკლები ტვირთი გამოივლის. ასე რომ, ამას ობიექტური მიზეზები აქვს და საგანგაშო არაფერია. შემოსავლების მატება კი დამოკიდებულია იმ რეზერვზე, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ. ზრდა განაპირობა მოქნილი ტარიფების შემოღებამ, სადგურში სერვისების გაუმჯობესებამ და “ჯორჯიან ტრანზიტის” შემოსავლების რკინიგზის ბიუჯეტში გადმორიცხვამ, რომელიც გასულ წლებში ოფშორში, ნაციონალური მოძაროაბის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კერძო პირების ჯიბეებში ილექებოდა. რაც შეეხება ტვირთებს, მათი რაოდენობა ბაზრებზე ვითარების ცვლილების პროპორციულად გაიზრდება”, – განაცხადა კოკა გუნცაძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი