ეკონომიკა

ლარი აშშ დოლართან 0,0038 პუნქტით გაუფასურდა

28 ნოემბერი, 2013 • • 1040
ლარი აშშ დოლართან  0,0038 პუნქტით გაუფასურდა

28 ნოემბრისთვის განსაზღვრულ კურსთან შედარებით, ლარი აშშ დოლარის მიმართ 0,0038 პუნქტით გაუფასურდა, ევროს მიმართ- 0,0057 პუნქტით.


საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2013 წლის 28 ნოემბრის მონაცემებით კიდევ 10 პუნქტით გაუფასურდა და 1,6878 ლარი შეადგინა.  


 

27 ნოემბრის მონაცემებით, ეროვნული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1,6868 ნიშნულზე იყო. 

 

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის გაუფასურებას სეზონურ ფაქტორებს უკავშირებს, ამის შესახებ კომანტარი ქადაგიძემ მედიასთან  დღეს, “თბილისი მერიოტში” მიმდინარე კონფერენციის დასრულებისას გააკეთა:

 

 

“ეს არის ჩვეულებრივი მოკლევადიანი რყევები, რომელიც ლარის კურსს ყოველთვის ახასიათებდა. ამ ეტაპზე ეს არის დაკავშირებული წმინდა წყლის სეზონურ ფაქტორებთან. რაც შეეხება მოკლევადიან, საშუალოვადიან ან ნებისმიერი ტიპის ფინანსურ სტაბილურობას, ფინანსური სტაბილურობის გარანტი არის ეროვნული ბანკი. ჩვენ გაგვაჩნია ფინანსური, ინფრასტრუქტურული, ადამიანური რესური ამისთვის.”


მასალების გადაბეჭდვის წესი