ეკონომიკა

პოლონეთმა და საქართველომ საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

13 ნოემბერი, 2013 • • 1463
პოლონეთმა და საქართველომ საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე.

 

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საზღვაო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების მიზანია, მხარეებმა ხელი შეუწყონ საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას და ერთობლივად აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხოს ნაოსნობა საქართველოსა და პოლონეთის ნავსადგურებს შორის.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც დააახლოებს ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო მიმართულებით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პოლონეთის გამოცდილებაზე ინსფრაქტრუქტურის განვითარების კუთხით. საქართველოს სურვილი აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი და ამ მისწრაფებას პოლონეთის მთავრობა მხარს უჭერს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ერთ წელიწადში გააფორმებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას” – განაცხადა პოლონეთის ტრანსპორტის, მშენებლობისა და საზღვაო ეკონომიკის მინისტრმა, სლავომირ ნოვაკმა. 

პოლონეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ასევე ეწვივნენ ამ ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლები, კერძოდ, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უმსხვილესი კომპანიები – TINES SA და PESA SA, რომლებმაც ორმხრივი შეხვედრები გამართეს საქართველოს სხვადასხვა სატრანსპორტო უწყებებთან – სს “საქართველოს რკინიგზასთან“, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასთან“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან. 

13 ნოემბერს პოლონეთის დელეგაციამ მოინახულა “ბაქო – თბილისი – ყარსის“ პროექტის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები თეთრიწყაროს რაიონში. 

 

პოლონეთის ტრანსპორტის, მშენებლობისა და საზღვაო ეკონომიკის მინისტრი სლავომირ ნოვაკი საქართველოს სამუშაო ვიზიტით 12 ნოემბერს ეწვია 

მასალების გადაბეჭდვის წესი