ეკონომიკა

საქსტატი: 2017 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, მშპ-ს ზრდის ტემპმა 5.2% შეადგინა

28 თებერვალი, 2017 • 3929
საქსტატი: 2017 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, მშპ-ს ზრდის ტემპმა 5.2% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2017 წლის იანვრის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.2% შეადგინა.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,2 პროცენტი შეადგინა.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის იანვარში
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,2 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტიც და ექსპორტიც გაზრდილია.

saqstatiსაქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა: 2016 წელს 7.7% იყო, ხოლო 2017 წელს 20,7% გახდა.

საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები ხარჯებს აღემატება.

saqstati

saqstati

ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე, საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს 2012 წლის იანვრიდან.

საქსტატის განმარტებით, აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით.

საქსტატი განმარტავს, რომ რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი