ეკონომიკა

‘ბრითიშ ეარვეისი’ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა

12 ნოემბერი, 2012 • 1277
‘ბრითიშ ეარვეისი’ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა

ზამთრის პერიოდის განმავლობაში ავიაკომპანია ქართველ მგზავრებს ლონდონის მიმართულებით ყოველდღიურ რეისებსა და ჰითროუს აეროპორტიდან სხვადასხვა მარშრუტებზე კავშირებს სთავაზობს.

 

პაოლო დე რენზისი, ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის კომერციული მენეჯერი აცხადებს: “ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის ავიახაზები საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა, ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ წარმატებით შეიერთა ბაზარზე უკვე არსებული ავიაკომპანია bmi. ქართველ მგზავრებს ჩვენ განახლებულ ზამთრის ფრენების განრიგსა და ლონდონის მიმართულებით ყოველდღიურ პირდაპირ რეისებს ვთავაზობთ”.

 

თბილისი-ლონდონის რეისზე ფრენები შესრულდება A321 ტიპის ეარბასით. ბრითიშ ეარვეისის ბილეთის ფასი ეკონომ კლასზე იწყება 428 ევროდან (ორი გზა).

 

“ბრითიშ ეარვეისი” 75 ქვეყნის 150 მიმართულებით დაფრინავს და წელიწადში 36 მილიონ მგზავრს ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი