ეკონომიკა

“სარეკლამო ომი” თბილისში მაგთისა და ჯეოსელს შორის

3 თებერვალი, 2017 • 8585
“სარეკლამო ომი” თბილისში მაგთისა და ჯეოსელს შორის

თბილისში, სააკაძის მოედანზე, მაგთისა და ჯეოსელს შორის “სარეკლამო ომი” მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ მოედანზე მდებარე ჯეოსელის ოფისის თავზე მაგთის სარეკლამო ბანერი (მხოლოდ მაგთი) გამოიფინა, რასაც ინტერნეტში ზემოხსენებულ კომპანეიბის მომხმარებლების ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

“მომეწონაა. მაგთის მომხმარებელი ვარ, კმაყოფილი და უპრეტენზიო ❤️
მიყვარს, როცა გამოცოცხლდება ასე”, – Marketer-ის პეიჯზე წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

ფეისბუკის მომხმარებელთა ნაწილის ჯეოსელის პასუხს ელოდა: “ჯეოსელის ადგილას აბრას შევცვლიდი და რამე გონებამახვილურ გაგრძელებას მოვუფიქრებდი მაგთის სარეკლამო ბანერს”.

ჯეოსელმა მაგთის HAHA-თი უპასუხა და თან დაწერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია:

“მაინც მაგთი გიგებთ. ამხელა ბანერი გამოგაჭენებინათ ლამის ნახევარმილიონიან ფეიჯზე. კარგია, მაგთის ველოდები”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

“მაგთის პრ მენეჯერს ჰგონია რომ სერიოზული რაღაც გააკეთა. არადა ძალიან დიდ რეკლამას უკეთებს უსასყიდლოდ ჯეოსელს და კიდევ პოტენციურ მომხმარებელს ასე ლაღად უგზავნის ჯეოსელს ოფისში”, – წერს ფეისბუკის სხვა მომხმარებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი