ეკონომიკა

ავიაკომპანიები მგზავრებს კომპენსაციას გადაუხდიან

10 სექტემბერი, 2012 • • 1121
ავიაკომპანიები მგზავრებს კომპენსაციას გადაუხდიან

საჰაერო ხომალდში ჩასხდომის, ფრენის გაუქმების და ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებმა შესაბამისი კომპენსაცია უნდა მიიღონ:

ახალი რეგულაციის მიხედვით, ფრენის დაგვიანებისას, ავიაკომპანია ვალდებულია აღმოუჩინოს მგზავრებს დახმარება (კვება, ორი სატელეფონო ზარით სარგებლობა) თუ ფრენის დაგვიანება ბილეთში მითითებულ ფრენასთან შედარებით შადგენს : ორ საათზე მეტ დროს – 1500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას. სამ საათზე მეტ დროს – 1500-დან 3500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას. ოთხ საათზე მეტ დროს – 3500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენისას.

იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენის დრო გადაიდება სულ მცირე ერთი დღე-ღამით ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით, ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრი უზრუნველყოს საცხოვრებელი ადგილით, და მგზავრობით აეროპორტიდან საცხოვრებელ ადგილამდე!

ახალი რეგულაციების თანახმად, საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის ან ფრენის გაუქმებისათვის კომპენსაცია განისაზღვრა:  1 500 კილომეტრზე მანძილზე ფრენისას – 250 ევრო,  1500–3500 კილომეტრზე ფრენისას – 400 ევრო,  3 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენისას– 600 ევრო.

ავია გადამზიდველს შეუძლია შეამციროს მითითებული კომპენსაციის ოდენობა 50 პორცენტით, იმ შემთხვევაში თუ მგზავრს შესთავაზებს ფრენას ალტერნატიული მარშრუტით დანიშნულების ბოლო პუნქტამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი