ეკონომიკა

ქუმსიშვილი: სავალუტო ფონდის მიერ შემცირებული ზრდის პროგნოზითაც რეგიონის ლიდერად ვრჩებით

24 ნოემბერი, 2016 • 1453
ქუმსიშვილი: სავალუტო ფონდის მიერ შემცირებული ზრდის პროგნოზითაც რეგიონის ლიდერად ვრჩებით

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შემცირების მიუხედავად, საქართველო ამ თვალსაზრისით რეგიონში მაინც ლიდერად რჩება.

წელს სავალუტო ფონდი საქართველოში ეკონომიკის 3.4%-იან, ხოლო 2017-ში – 5.2%-იან ზრდას ელოდა. დღეს გამოქვეყნებული დაკორექტირებული მონაცემებით კი, 2017 წელს სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4%-იან ზრდას განავითარებს.

“სავალუტო ფონდის მიერ გადაანგარშებულ ზრდასთან დაკავშირებით  წელს ჩვენ გვაქვს 4%-იანი ზრდა, იმის შემდეგ 5%-იანი ზრდა, ამ მიმართულებითაც ჩვენ კვლავ ლიდერები ვრჩებით და ეს ფაქტია. რეგიონში ზრდის მიხედვით ჩვენ ლიდერები დავრჩებით, ერთ-ერთი საუკეთესო მონაცემი გვექნება. დღეს სავალუტო ფონდს პროგნოზი რომ არ შეემცირებინა, ფაქტი სახეზე გვაქვს და მომდევნო 3 თვის განმავლობაში რასაც გავაკეთებთ, კარგი იქნება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი