ეკონომიკა

ავსტრიული „Gebruder Weiss”–ი ქართულ ბაზარზე შემოდის

6 ივნისი, 2012 • 2019
ავსტრიული „Gebruder Weiss”–ი  ქართულ ბაზარზე შემოდის

სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის ისტორიასა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აუდიტორიას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვოლფრამ სინგერ ვაისი და სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონული მენეჯერი ტომას მოზერი გააცნობენ.

 

პრეზენტაციას დაესწრებიან: პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა და მსხვილი კომპანიების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის სექტორის 150-მდე წარმომადგენელი.

პრეზენტაციის დასასრულს “Gebruder Weiss LLC” და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდება შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

 

კომპანია „გებრუდერ ვაისი“ მსოფლიო ბაზარზე ლიდერია საერთაშორისო გადაზიდვებში. კომპანიის საკუთრებაშია 158 ფილიალი ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, უნგრეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ხორვატიაში, სერბეთში, რუმინეთში, აშშ-ში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში. ძირითადი საქმიანობის გარდა, კომპანია და „Gebruder Weiss Holding AG”-ის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული მისი ფილიალები მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობენ მომხმარებელს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი