ეკონომიკა

Moody’s ბრიტანეთის საკრედიტო რეიტინგს გადახედავს

14 თებერვალი, 2012 • 1018
Moody’s ბრიტანეთის საკრედიტო რეიტინგს გადახედავს

საკრედიტო სააგენტო Moody’s-მა ევროპის ქვეყნების ახალი საკრედიტო რეიტინგები გამოაქვეყნა. ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრიის რეიტინგი არ შეიცვალა, თუმცა ნეგატიური ტენდენციები გამოიკვეთა.

Moody’s -მა საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა იტალიას, ესპანეთს და პორტუგალიას. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ქვეყნების ეკონიმიკა შეიცავს ფინანსურ და მაკროეკონომიკურ რისკებს, რაც ევროზონის კრიზისით არის გამოწვეული.

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა Moody’s -ის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომ ბრიტნეთის მთავარ პრობლემად რჩება შიდა ვალი, რასაც ქვეყანა ვერაფერს ვერ უხერხებს.

ბი-ბი-სი-ს ანალიტიკოსების შეფასებით, არსებობს 30 –პროცენტიანი ალბათობა იმისა, რომ – Moody’s -ი  ბრიტანეთის საკრედიტო რეიტინგს, სავარაუდოდ, ექვსი თვის შემდეგ შეამცირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი