ეკონომიკა

ნოემბერში ინფლაციამ 9,2 პროცენტი შეადგინა

5 დეკემბერი, 2011 • 1192
ნოემბერში ინფლაციამ  9,2 პროცენტი შეადგინა

2011 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართევლოში ინფლაციის დონემ 0,7 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კი 9,2 პროცენტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები 0,6 პროცენტით გაიზარდა და მისი წვლილი ნოემბრის თვის ინფლაციაში 0,29 პროცენტული პუნქტია.

ნოემბერში მნიშვნელოვნად გაძვირდა  ბოსტნეული, ბაღჩეული, და კარტოფილი. ამ სასაქონლო ჯგუფზე ფასის ზრდამ 10,5 პორცენტი შეადგინა. რძის, ყველის და კვერცხის ფასი 3,3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო თვზეულის– 1,4 პროცენტით.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ფასები 12,7 პროცენტით შემცირდა ხილზე და ყურძენზე. პური და პურპროდუქტები 2,5 პროცენტით გაიაფდა.

ნოემბერში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის პროდუქტებზე  ფასები 0,7 პროცენტით გაიზარდა.  მისმა წვლილმა ინფლაციის მაჩვენებელში 0,06 პროცენტი შედაგინა. ფასის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ფარმაცევტულ ნაწარმზე.  ვიტამინები  4,0 პროცენტით, სისხლძარღვთა გამაფართობელი მედიკამენტები 1,2 პორცენტით და ანტიბიოტიკები 1,0 პროცენტით გაძვირდა.

ნოემბერში ფასის ზრდა დაფიქსირა ტრანსპორტის ჯგუფზე. მგზავრობის ფასები   0,8 პროცენტით გაიზარდა, რაც მთლიანი ინფლაციის მაჩვენებელში 0,1 პროცენტია. 2,4 პროცენტით  გაძვირდა საწვავ–საპოხი მასალები , ხოლო 3,8 პროცენტით სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობა.

არსებული სტატისტიკის თანახმად, 2011 წლის იანვარში ინფლაციამ 12,3 პროცენტი შედგინა, ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 13,6 პროცენტი მაისში დაფიქსირდა. ინფლაციის კლების ტენდენცია 2011 წლის ივლისიდან დაიწყო. ივლისში ინფალცია 12,3 პროცენტი იყო, აგვისტოში –11,7,პროცენტი სექტემბერში –10,9 პროცენტი,  ხოლო ოქტომბერში ინფლაცია ერთნიშნა გახდა  და 9,9 პროცენტს გაუტოლდა. 2011 წლის ნოემბერში წლიური ინფალცია კიდევ უფრო შემცირდა და 9,2 პროცენტი შედგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი