ეკონომიკა

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მარტში ინფლაციამ 4.1% შეადგინა

4 აპრილი, 2016 • 1296
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მარტში ინფლაციამ 4.1% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2016 წლის მარტში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,3 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 4,1 პროცენტი შეადგინა.

2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზარდა 17,8 პროცენტით. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,30 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული კლება უმეტესწილად განპირობებული იყო ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასების 10,0-პროცენტიანი შემცირებით. გარდა ამისა, შედარებით დაბალი ფასები დაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1,0 პროცენტი);

მარტის თვეში ფასების 0,8-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,10 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენის ქვეჯგუფზე (-7,4 პროცენტი);

ფასების 1,5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფზე, რამაც 0,10 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა თვიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები ძირითადად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (2,2 პროცენტი).

სტატისტიკის სამსახურის მონაცემები

სტატისტიკის სამსახურის მონაცემები

მასალების გადაბეჭდვის წესი