თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

საზმაუს ბათუმის სტუდიის აშენებას 800 ათას ლარად სთავაზობენ

Comments Off on საზმაუს ბათუმის სტუდიის აშენებას 800 ათას ლარად სთავაზობენ

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბათუმის სტუდიის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 29 იანვარს, დასრულდა. მაუწყებელს სტუდიის მშენებლობისთვის 1 მილიონ 284 ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. შპს „ალიგატორი... Read More

უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს

Comments Off on უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს

ჩაქვში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 6 მრავალწლოვანი ცრუ ქაფურის ხე 19 500 ლარად კომპანია „ზიმოს“ ზურაბ პატარაძემ მას შემდეგ მიჰყიდა, როცა ამ ხეების ამოღება უკვე დაწყებული იყო. ხეები ყოფილი... Read More

თავდაცვის სამინისტრო აშშ-სგან ანტისატანკო სისტემებს 37,5 მილიონ დოლარად შეიძენს

Comments Off on თავდაცვის სამინისტრო აშშ-სგან ანტისატანკო სისტემებს 37,5 მილიონ დოლარად შეიძენს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ანტისატანკო სისტემების შესაძენად 37 583 714 აშშ დოლარია საჭირო. სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან შესყიდვის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებაზე თანხმობას ითხოვს. „შესყიდვის განხორციელების საკითხი დამოკიდებული იყო... Read More

საჯარო სამსახურებში დანამატი და პრემია 2018 წელს ისევ გაიცემა – კანონპროექტი

Comments Off on საჯარო სამსახურებში დანამატი და პრემია 2018 წელს ისევ გაიცემა – კანონპროექტი

2018 წლის იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები ხელფასთან ერთად დანამატსაც მიიღებენ და პრემიასაც, რომელსაც ფულადი ჯილდო დაერქმევა. იმას, რომ თითქოს მომავალი წლიდან ხელფასთან ერთად დანამატები აღარ გაიცემა, შესაბამისი კანონპროექტი არ... Read More

„ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაშავებულები საავადმყოფოებიდან გაწერეს

Comments Off on „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაშავებულები საავადმყოფოებიდან გაწერეს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებიდან ხანძრის დროს დაშავებული პაციენტები ყველა გაწერილია. ერთ-ერთმა დაშავებულმა, ისრაელის მოქალაქემ, კლინიკა დღეს, 26 ნოემბერს დატოვა, გუშინ კი 7 დაშავებული გაწერეს. გუშინდელი მონაცემებით 21 დაშავებულიდან კლინიკებში... Read More

გრაკლიან გორაზე უძველესი წარწერა დაზიანდა

Comments Off on გრაკლიან გორაზე უძველესი წარწერა დაზიანდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გრაკლიან გორაზე, რომელიც ეროვნული კატეგორიის ძეგლია, კავკასიაში აღმოჩენილი უძველესი წარწერის კონსერვაციას გეგმავს. წარწერა შესრულებულია საშუალო და მსხვილი ფრაქციის ქვიშანარევ თიხაზე და ის მიმდინარე წლის 15... Read More

ივანიშვილს მთავრობამ ციხისძირში 1 კვადრატული მეტრი მიწა 60 ლარად და უპირობოდ მიჰყიდა

Comments Off on ივანიშვილს მთავრობამ ციხისძირში 1 კვადრატული მეტრი მიწა 60 ლარად და უპირობოდ მიჰყიდა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ჯამში 18 136 კვ/მ მიწის ნაკვეთები, აუქციონზე ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდეს. უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ... Read More

„ოცნების“ 19-მა წევრმა შუახევის საკრებულოში თავმჯდომარე ვერ აირჩია – საკმარისი იყო 13 ხმა

Comments Off on „ოცნების“ 19-მა წევრმა შუახევის საკრებულოში თავმჯდომარე ვერ აირჩია – საკმარისი იყო 13 ხმა

დღეს, 20 ნოემბერს, შუახევის ახალარჩეული საკრებულო შეიკრიბა. „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატს, გიორგი დავითაძეს, რომელიც დაბის მაჟორიტარია, საკრებულოს 23 წევრიდან მხოლოდ 12-მა დაუჭირა მხარი. თავმჯდომარის არჩევისთვის 13 ხმა იყო საკმარისი.... Read More

შსს: პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

Comments Off on შსს: პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

შსს-ს ინფორმაციით სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხეში, 1958 წელს დაბადებული მ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დროებით მფლობელობაში არსებულ თურქულ ბარში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში,... Read More

ივანიშვილმა ხეების გატანა ბათუმიდანაც დაიწყო – ამჯერად მაგნოლია

Comments Off on ივანიშვილმა ხეების გატანა ბათუმიდანაც დაიწყო – ამჯერად მაგნოლია

ბათუმში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, მრავალწლოვან ხეებს თხრიან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად. ხეების გადატანაზე, როგორც ადგილზე გვითხრეს, თბილისური კომპანია მუშაობს: „ეს ერთი მაგნოლიის ხე გადაგვაქვს კერძო საკუთრებიდან. ჩვენ... Read More

მწვანე კონცხზე ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია საბაგირო გზას მოაწყობს

Comments Off on მწვანე კონცხზე ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია საბაგირო გზას მოაწყობს

ბათუმში, მწვანე კონცხზე, მშენებარე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსის პროექტის ფარგლებში ღია სავარძლიანი საბაგირო გზა მოეწყობა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი ავრცელებს. ეს ფონდი თავის მხრვი შექმნილი აქვს თანაინვესტირების ფონდს.  საბაგირო... Read More

შსს: მამაკაცს ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნების მუქარით ფულს სძალავდნენ

Comments Off on შსს: მამაკაცს ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნების მუქარით ფულს სძალავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული თ.ი. გამოძალვის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცს მისი ცოლის... Read More

ბათუმელი აზერბაიჯანელები

Comments Off on ბათუმელი აზერბაიჯანელები

საქართველოში ქართველების შემდეგ ყველაზე მეტი აზერბაიჯანელია, თუმცა, მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში 302-მა, აჭარის მასშტაბით კი 340-მა მოქალაქემ მიუთითა, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელია. ბათუმელ აზერბაიჯანელებს,... Read More

მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმაც იყიდა

0 Comments

მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა აღარ დგას. დაინგრევა უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მრავალსართულიანი შენობაც. ეს შენობები და მიწის ნაკვეთები აქ აჭარის მთავრობამ „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული... Read More

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის ოფისის ყიდვისთვის დახარჯული თანხის ოდენობას ისევ მალავს

0 Comments

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მალავს, თუ რა ფასად იყიდა ბათუმში საოფისე ფართობი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში. თუმცა, ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მაუწყებელმა გახარჯული თანხის ოდენობა არ... Read More

100 000 ლარი სამინისტროებში თანამდებობის პირების ცნობიერების ასამაღლებლად

0 Comments

სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო სამინისტროებში დასაქმებულ თანამდებობის პირებს ტრენინგებს ჩაუტარებს, რისთვისაც 100 ათასი ლარის ფარგლებში სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურებაში შედის ტრენინგის მონაწილეთა სასტუმროში დაბინავება, საკონფერენციო/სატრენინგო/სამუშაო დარბაზით მომსახურება, კვებითი... Read More

ბოტიჩელის ორიგინალი „ვენერა“ და კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები თბილისში – გამოფენა 4 ოქტომბერს გაიხსნება

0 Comments

ბოტიჩელის ორიგინალი „ვენერა“ და კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოიფინება. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენა  2017 წლის 4 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნება. გამოფენის დათვალიერება ეროვნულ გალერეაში 5 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი. მუზეუმის... Read More

შსს: სამართალდამცველებმა 604 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

0 Comments

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული დ.ს. თბილისში დააკავეს. „სამართალდამცველებმა დაკავებულის... Read More

სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ თბილისში – გამოფენისთვის ბიუჯეტიდან 75 000 ევრო დაიხარჯება

0 Comments

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, თბილისში დაგეგმილია ქალაქ ტურინის სამეფო მუზეუმის საბაუდას გალერეაში დაცული მსოფლიო მნიშვნელობის შედევრის, სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ გამოფენის გამართვა. გამოფენა, რომლის ორგანიზებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 75 ათასი ევრო დაიხარჯება,... Read More

საპარტნიორო ფონდი და ეკონომიკის სამინისტრო 1,2 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე შეთანხმდნენ

0 Comments

2017 წლის 28 და 29 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო ფორუმი – „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება. ღონისძიებისთვის საჭირო თანხა 1 მილიონ 237 ათას 374... Read More

1,5 მილიონი ლარი კაცხის სვეტთან კელიებისა და მომლოცველთა სახლის რეკონსტრუქციისთვის

0 Comments

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაცხში მდებარე კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა/რეკონსტრუქციაზე ტენდერი გამოაცხადა. ფონდს მშენებლობისთვის 1 მილიონ 539 ათას 592 ლარი აქვს განსაზღვრული [დონორი მსოფლიო... Read More

შსს-ს ობიანი შოკოლადი მიაწოდეს – ხელშეკრულება 104 ტონაზეა გაფორმებული

1 Comment

შს სამინისტრომ 104 ტონაზე მეტ შოკოლადსა და 125 კილოგრამ კარამელის კანფეტის შეისყიდვაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. მიზეზად შსს ასახელებს იმ ფაქტს, რომ შოკოლადის გარკვეულ პარტიაში აღმოჩნდა ობი, შოკოლადის შიგთავსში... Read More

ქვეწარმავლები და მღრღნელები „ბლექ სი არენა“-ზე

0 Comments

ოზურგეთის სოფელ ნატანებში მდებარე საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენა“-სა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავლები და მღრღნელები აღმოაჩინეს, რის გამოც შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ დეზინფექციას და შეწამვლით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საფრთხის... Read More

ტიტას ხე ივანიშვილის პარკში იქ აღარ დგას, სადაც დარგეს

0 Comments

ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, იმ პარკში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მრავალწლოვანი ტიტას ხე გახმა და მოჭრეს. ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, თუმცა შეკვეთილში „ბათუმელებს“ ტიტას ხე იმ ადგილზე აღარ... Read More