თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.

გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, აფრიკის სანაპიროებთან გაუჩინარდა

Comments Off on გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, აფრიკის სანაპიროებთან გაუჩინარდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Pantelena, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფება, 14 აგვისტოს შემდეგ გაუჩინარებულია. კონტაქტი გემთან ბოლოს დაფიქსირდა აფრიკის სანაპიროზე, გვინეის ყურეში. “გემთმფლობელი ბერძნული... Read More

რეგულირების სააგენტო აფთიაქებს კიბოს რისკის გამომწვევი წამლის ამოღებისკენ მოუწოდებს

Comments Off on რეგულირების სააგენტო აფთიაქებს კიბოს რისკის გამომწვევი წამლის ამოღებისკენ მოუწოდებს

სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართა, შეწყვიტონ კომპანია Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებულ აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტ Valsartan-ის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია და უზრუნველყონ  მათი ბაზრიდან გამოთხოვა. აღნიშნული მედიკამენტი მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოიყენება.  როგორც სააგენტოს მიერ... Read More

გენო პეტრიაშვილი: თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით

Comments Off on გენო პეტრიაშვილი: თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გენო პეტრიაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე განმარტა, რატომ ეცვათ საქართველოს ნაკრების წევრებს მაისური ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრის, მოჭიდავე ძამბოლატ თედეევის გამოსახულებითა და რუსეთის დროშით. “მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ... Read More

დაკავებულია დედა-შვილი, რომლებმაც ახალდაბადებული ბავშვი 1000 ლარად გაყიდეს – შსს

Comments Off on დაკავებულია დედა-შვილი, რომლებმაც ახალდაბადებული ბავშვი 1000 ლარად გაყიდეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1989 წელს დაბადებული ლ. შ. და 1960 წელს დაბადებული ლ. შ. არასრულწლოვანით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც სამართალდამცავი უწყება... Read More

იტალიაში ხიდის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა

Comments Off on იტალიაში ხიდის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა

ტელეარხ BBC-ის ინფორმაციით, იტალიელი მეხანძრე-მაშველები ტრაგედიიდან მეორე დღესაც აგრძელებენ შესაძლო გადარჩენილთა ძებნას ხიდის ნანგრევებში, დაღუპულთა რაოდენობამ კი 35-ს მიაღწია. გუშინ, 14 აგვისტოს, იტალიის ქალაქ გენუაში, ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე ხიდი ჩაინგრა... Read More

ქუთაისში ზებრაზე ქალს მანქანა დაეჯახა

Comments Off on ქუთაისში ზებრაზე ქალს მანქანა დაეჯახა

ქვეითს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე. შემთხვევა დღეს, 14 აგვისტოს მოხდა. როგორც თვითმხილველმა ნეტგაზეთს განუცხადა, ავტომობილის მძღოლი არ გაქცეულა. დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ... Read More

ქვემო ქართლის სკოლებში ჰიგიენური მდგომარეობა საგანგაშოა – ომბუდსმენი

Comments Off on ქვემო ქართლის სკოლებში ჰიგიენური მდგომარეობა საგანგაშოა – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველმა სკოლების უსაფრთხო წყალთა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლებით უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს. როგორც სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, მათ მიერ მარნეულის, წალკის, გარდაბნისა და დმანისის მუნიციპალიტეტების რიგ... Read More

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოქალაქეს ეტლით სარგებლობაზე უარი უთხრა – ომბუდსმენი

Comments Off on “ჯორჯიან ეარვეისმა” მოქალაქეს ეტლით სარგებლობაზე უარი უთხრა – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველოს ოფისის ინფორმაციით, 2018 წლის 6 აგვისტოს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ რეკომენდაციით მიმართა შპს ჯორჯიან ეარვეისს, რომელმაც შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის მქონე პირი არ უზრუნველყო ეტლით. როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ... Read More

ტრამპის სიდედრ-სიმამრმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღეს

Comments Off on ტრამპის სიდედრ-სიმამრმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ცოლის დედ-მამამ, სლოვენიელმა ვიქტორ და ამალია კნაუსებმა 9 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღეს. BBC-ის ცნობით, როგორც ადვოკატმა თქვა, კნაუსები აშშ-ში “მწვანე ბარათის” პროგრამით 5 წლის... Read More

თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე წყალი გადმოვიდა

ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთში გზა ჩაიკეტა

Comments Off on ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთში გზა ჩაიკეტა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი... Read More

სალომე ზურაბიშვილი: მე ამ ყველაფერს ვიტყვი ყოველთვის, რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს ეს

Comments Off on სალომე ზურაბიშვილი: მე ამ ყველაფერს ვიტყვი ყოველთვის, რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს ეს

მას შემდეგ, რაც საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში, პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ფეიბუკის პირად გვერდზე დღეს, 9 აგვისტოს, ავრცელებს მორიგ განცხადებას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, სადაც წერია: “ამ ორი დღის... Read More

ახალციხის სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა 6.5 წლით მიუსაჯა

Comments Off on ახალციხის სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა 6.5 წლით მიუსაჯა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების ჩადენის ფაქტზე  ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.... Read More

ათონის მთაზე მიმავალ რუს მღვდლებს საბერძნეთის საკონსულო ვიზას არ აძლევს – RIA

Comments Off on ათონის მთაზე მიმავალ რუს მღვდლებს საბერძნეთის საკონსულო ვიზას არ აძლევს – RIA

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბოლო პერიოდში საბერძნეთის საკონსულო რუს სასულიერო პირებს ვიზაზე უარს ეუბნება და შესაბამისად, მათ საბერძნეთში ჩასვლის საშუალებას არ აძლევს. RIA-სთან საუბრისას რუსი... Read More

“დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას” – აქცია რუსეთის ყოფილ საელჩოსთან (ფოტოები)

Comments Off on “დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას” – აქცია რუსეთის ყოფილ საელჩოსთან (ფოტოები)

აქცია “10 წელი აგვისტოს ომიდან” გაიმართა დღეს, 7 აგვისტოს, თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან. “რუსეთი კლავს”, “დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას”, “ჩვენ გვახსოვს!”, “რუსეთი ოკუპანტია” – აქციაზე მისულ მოქალაქეებს ხელში სწორედ... Read More

ისრაელში ეტლით ჩასულმა ქართველმა აეროპორტში დაკავების შემდეგ დამოუკიდებლად გაიარა

Comments Off on ისრაელში ეტლით ჩასულმა ქართველმა აეროპორტში დაკავების შემდეგ დამოუკიდებლად გაიარა

“სასწაული” – ასე აფასებს ისრაელის მედიასაშუალება The Times of Israel რამდენიმე დღის წინ ბენ გურიონის აეროპორტში მომხდარ ფაქტს. საქართველოდან თანმხლებ პირთან ერთად ჩაფრენილმა კაცმა, რომელიც ეტლით გადაადგილდებოდა, დაკავების შემდეგ დამოუკიდებლად... Read More

ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტები კონფლიქტისპირა ზონას ესტუმრნენ

Comments Off on ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტები კონფლიქტისპირა ზონას ესტუმრნენ

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერი. საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ლიდერები დღეს, 7 აგვისტოს, იმყოფებოდნენ კონფლიქტისპირა სოფელ ოძისში... Read More

სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე: საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების

Comments Off on სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე: საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების

სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დღეს, 6 აგვისტოს, საკუთარი თავი პრეზიდენტობის დაოუკიდებელ კანდიდატად დაასახელა, ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომელიც ზუსტად 10 წლის წინ იყო, მას... Read More

მაჩალიკაშვილი გავრცელებულ ვიდეოზე: შურისძიება და მუქარა ჩემთვის მიუღებელია

Comments Off on მაჩალიკაშვილი გავრცელებულ ვიდეოზე: შურისძიება და მუქარა ჩემთვის მიუღებელია

სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი “ნეტგაზეთთან” სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის მუქარა და ძალადობრივი მოწოდება შურისძიებისკენ. “პალიტრა ნიუსმა” დღეს, 6 აგვისტოს, გაავრცელა ვიდეო ქართული ტიტრებით,... Read More

ნატოში შესვლის შემთხვევაში, მედვედევი საქართველოს ახალი “საშინელი კონფლიქტით” ემუქრება

Comments Off on ნატოში შესვლის შემთხვევაში, მედვედევი საქართველოს ახალი “საშინელი კონფლიქტით” ემუქრება

აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე რუსეთის პრემიერი დმიტრი მედვედევი საქართველოს, ნატოში შესვლის შემთხვევაში, ახალი, “საშინელი კონფლიქტით” ემუქრება. ამის შესახებ მედვედევმა რუსული რადიო “კომერსანტის” ეთერში განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო TASS ავრცელებს.... Read More

2018 წლის 7 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა

Comments Off on 2018 წლის 7 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45.4 მლნ ბოთლი ღვინო (0.75 ლ), რაც 19%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 107.8... Read More

დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ატრიბუტიკა – სუს

Comments Off on დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ატრიბუტიკა – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ.-ს მიმართ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე  (საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით). თუმცა, როგორც სუს აცხადებს, ის... Read More

სასამართლომ თქვა, აღარ ვართ საბჭოთა კავშირიო, ილია მეორე კი ითხოვს იქ დაბრუნებას – ჯაფარიძე

Comments Off on სასამართლომ თქვა, აღარ ვართ საბჭოთა კავშირიო, ილია მეორე კი ითხოვს იქ დაბრუნებას – ჯაფარიძე

“გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პატრიარქ ილია მეორის განცხადება მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების დაგმობასთან დაკავშირებით, არის საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობა. “საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე ვთქვი – ამით მნიშვნელოვნად დავშორდით საბჭოთა კავშირს-თქო.... Read More

ესპანეთში ქართველი “კანონიერი ქურდები” დააკავეს

Comments Off on ესპანეთში ქართველი “კანონიერი ქურდები” დააკავეს

ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მალაგაში, ქალაქ მარბელაში 3 ე.წ. კანონი ქურდი დააკავეს, რომელთაგან ორი ქართველია. როგორც პოლიცია აცხადებს, აღნიშნული სპეცოპერაცია არის მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის გაგრძელება, რა დროსაც ორგანიზებული... Read More

ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში – გამოცხადდა ცუნამის განგაში

Comments Off on ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში – გამოცხადდა ცუნამის განგაში

7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა დღეს, 5 აგვისტოს, ინდონეზიის კუნძულ ლომბოკის ჩრდილოეთით. როგორც Chanel News Asia იტყობინება, ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ სხვა ტურისტულ რეგიონებშიც იგრძნობოდა, მათ შორის, კუნძულ ბალიზეც.... Read More