მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com

მერია: ჭავჭავაძის გამზირზე ხეების მოჭრა მშენებლობას არ უკავშირდება

0 Comments

თბილისის მერიის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე ხეები იმიტომ მოჭრეს, რომ ისინი დაზიანებული იყო და ეს სამუშაოები ამ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას არ უკავშირდება. მერიის განცხადებით, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ნარგავებზე... Read More

წულუკიანი: დიახ, უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ოჯახი ქალსა და კაცს შორის ერთობაა

0 Comments

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის კაცისა და ქალის ერთობა. “ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის და ვფიქრობ,... Read More

ჩიქოვანი: პეტრიაშვილზე თავდასხმა უნდა გადაკვალიფიცირდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა

0 Comments

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ “თავისუფალი დემოკრატები” მოითხოვენ, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის გამოძების მუხლი გადააკვალიფიცირონ, როგორც მკვლელობის მცდელობა. “ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა იყო თავხედური დანაშაული, რომელიც ყველა ჩვენგანს შეეხო.... Read More

ანონსი: 8 მარტი

0 Comments

10:00 ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად” მონაწილეები ტექნოპარკის ფაბლაბში შექმნილ ნივთებს თბილისი მოლის პირველ სართულზე გამოფენენ, რომლის შეძენაც იქვე შეეძლებათ მსურველებს. 11:00  ფრაქცია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან... Read More

შსს: ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელი დაკავებულია

0 Comments

შსს-მ, დღეს, 7 მარტს განაცხადა, რომ პოლიციამ ბორჯომში დააკავა ლევან მ, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხა. გამოძიების ცნობით,, ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 26 თებერვალს თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის... Read More

რესპუბლიკელები: კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით დასაზუსტებელი არაფერია

0 Comments

რესპუბლიკური პატია აცხადებს, რომ დღეს, 7 მარტს, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მხარს არ დაუჭერს კონსტიტუციაში ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განიმარტება. “რესპუბლიკური პარტია სრულიად ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და... Read More

კალაძე: არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე რესპუბლიკელებსა და ოცნებას შორის არ ყოფილა საუბარი

0 Comments

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე პარტია “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკურ პარტიას” შორის არ ყოფილა საუბარი. “პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე. არანაირ ორპარტიულ... Read More

პროკურატურა: მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 3 ბინა და 1 საოფისე ფართი დაუბრუნდებათ

0 Comments

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 3 საცხოვრებელი ბინა და 1 საოფისე ფართი დაუბრუნდებათ. პროკურატურის ცნობით,... Read More

ბორჩაშვილი და სამი პირი ტერორიზმში მონაწილეობის გამო სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია

0 Comments

დღეს, 7 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ტერორისტული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულების: აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის, დავით ფირისებიას და გიორგი კუპრავას მიმართ. აიუფ ბორჩაშვილს 14... Read More

გადაბაძე: ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროში” მუშაობას ვერ შეძლებს

0 Comments

ტელეკომანია “მაესტროს” გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის თქმით, ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნა საჯარო რეესტრის უკანონო გადაწყვეტილებაა, ხოლო გაჩეჩლაძე მაესტროში მუშაობას ვერ შეძლებს. “ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, ეს არის მაესტროსა და სახელმწიფოს შორის... Read More

III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედროებისთვის სამლოცველო გაიხსნა

0 Comments

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეით ბრიგადის ტერიტორიაზე მუსლიმი სამხედროებისთვის სამლოცველო გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ნაბიჯი საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპის დაცვის ღონისძიებაა. სამინისტრო... Read More

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირა

0 Comments

საჯარო რეესტრის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინებით, რომელიც  არ ექვემდებარება გასაჩივრებას და შესულია კანონიერ ძალაში, ლევან გაჩეჩილაძე სტუდია „მაესტროს“ დირექტორად დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა  სააგენტომ, 7 მარტის... Read More

ნარკოტიკული საშუალებების ოდენობისა და სასჯელის სამართლიანობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ

0 Comments

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვაზე პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სარჩელში, რომელიც EMC-იმ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან“, „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელთან“ და „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ ერთად... Read More

ომბუდსმენი სამინისტროს მოუწოდებს, 14 წლის გოგოს ქორწინების გამო განათლების შეზღუდვის ფაქტი შეისწავლოს

0 Comments

საქართველოს სახალხო დამცველმა კასპის მუნიციპალიტეტში 14 წლის თ.ა.–ს ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტთან დაკავშირებით არაეფექტური რეაგირების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. სახალხო დამცველმა სოციალური მომსახურების... Read More

10 მარტიდან ახალი შიდა ავიარეისები შესრულდება

0 Comments

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალ შიდა ავიარეისებს ახალი მიმართულებები ემატება.  10 მარტიდან, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება ავიარეისები ნატახტარი – ქუთაისისა და ქუთაისი – ნატახტარის მიმართულებით. მგზავრობის ღირებულება, რეისზე... Read More

სამინისტროს ინფორმაციით, ბაბუშერაში დაღუპული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტია იდენტიფიცირებული

0 Comments

დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია. 4 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ლევან... Read More

სააგენტო: თბილისში შემოწმებების რაოდენობა გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა

0 Comments

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში 2016 წლის იანვარ-თებერვალში მონიტორინგისა და ინსპექტირების ფარგლებში 969 ბიზნესოპერატორი შეამოწმეს, რაც სამჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. შეიქმნა სახელმწიფო კონტროლის ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც პორტატული აპარატურით... Read More

სამინისტრო: თურქეთი და საქართველო ოშკის კონსერვაციის პროექტის შემუშავებაზე შეთანხმდნენ

0 Comments

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და თურქეთი კონკრეტულ ობიექტებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება ოშკის კონსერვაცია და გამაგრება იქნება. თურქეთში ვიზიტით მყოფმა კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული სამუშაო... Read More

ილია II აშშ-ის ელჩს ესტუმრა და საჩუქრად ნახატი ნატვრის ხის გამოსახულებით გადასცა

0 Comments

ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, დღეს, 2 მარტს, ელჩ კელისა და მის მეუღლე ფრანჩესკას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II ესტუმრა. საელჩოს ცნობით, შეხვედრისას, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები... Read More

TDI: მუსლიმების თქმით, ადიგენის გამგებელმა მათ დასაცავად უსაფრთხოების ზომები არ მიიღო

0 Comments

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს, რომ სოფელ ადიგენში მცხოვრები მუსლიმები ამბობენ, რომ გამგებელმა უსაფრთხოების ზომები მათ დასაცავად არ მიიღო. ორგანიზაციის სრულ განცხადებას, რომელიც დღეს, 2 მარტს გამოაქვეყნა, უცვლელად გთავაზობთ: “სწავლობს... Read More

გამგეობის დაპირებით, სოფელ ადიგენში მუსლიმური სასაფლაოსთვის მიწას გამოყოფენ

0 Comments

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დღეს, 2 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად, მუსლიმებს სასაფლაოსთვის მიწა გადაეცემათ და ქრისტიანული საფლავებისგან ღობით გამოიყოფა. სამცხე-ჯავახეთის მუფთის, მამუკა ვაშაყმაძის თქმით, შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ სოფელ ადიგენში,... Read More

მუსლიმების ბრძოლა უფლებებისათვის ადიგენში

0 Comments

ადიგენში  მუსლიმებისთვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფაზე მუფთები და მღვდლები სამომავლოდ დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ – ამ პირობით დასრულდა 1 მარტს მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის. შეხვედრაზე ადიგენში დაპირისპირებული მუსლიმები და ქრისტიანები მას შემდეგ... Read More

ტყიბულში გაფიცვა შეწყდა

0 Comments

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის ცნობით, ტყიბულში გაფიცულებს, პროფკავშირის, საწარმოსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, 29 თებერვალს, 24 საათზე დასრულდა. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის... Read More

ადიგენში რელიგიური დაპირისპირების შესახებ დაზარალებული საუბრობს [აუდიო]

0 Comments

სოფელ ადიგენში მცხოვრები დავით შავაძე, რომელიც ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების დროს დაშავდა, ამბობს, რომ კონფლიქტი მართლმადიდებელ სამღვდელოებასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა დაიწყეს. დავით შავაძე იხსენებს, რომ 29 თებერვალს, 18 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა... Read More