მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.

ფინანსთა მინისტრმა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში წარადგინა

Comments Off on ფინანსთა მინისტრმა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. ბიუჯეტის პროექტით, 2018 წელს 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის დაგეგმილი. მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 მლრდ 441 მლნ ლარით განისაზღვრა.... Read More

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

Comments Off on ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სებ-ის მონეტარული პოლიტიკის საბჭომ დღეს მიიღო. მიღებული გადაწყვეტილებით, განაკვეთი 7%-დან 7.25%-მდე გაიზარდა. განაკვეთის ზრდის მიზეზად ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდას ასახელებს, რაც ბოლო... Read More

ლარი დოლართან 4 თეთრით გამყარდა

Comments Off on ლარი დოლართან 4 თეთრით გამყარდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა  აშშ დოლართან 4 თეთრით გამყარდა, ევროს მიმართ კი ლარი 5 თეთრით გამყარდა. ხვალ ერთი აშშ დოლარის ოფიციალური... Read More

რას ითვალისწინებს აუდიტის სამსახურის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია

Comments Off on რას ითვალისწინებს აუდიტის სამსახურის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია

დამოუკიდებლობის გაძლიერება, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესება და ძირითადი პარტნიორების ჩართულობის გაძლიერება, ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილებია. გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, ამ სტრატეგიით აუდიტის სამსახურის... Read More

ბიზნესი ავანსის დღგ-ით დაბეგვრის წინააღმდეგია

Comments Off on ბიზნესი ავანსის დღგ-ით დაბეგვრის წინააღმდეგია

დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) არ უნდა იბეგრებოდეს ავანსი, ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რაც ბიზნესასოციაციის წევრებმა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას განიხილეს 11 დეკემბერს. ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის განმარტებით, ავანსის არდაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით მამუკა... Read More

ნიუ იორკში აფეთქება მოხდა

Comments Off on ნიუ იორკში აფეთქება მოხდა

ნიუ იორკში, მანჰეტენის ავტობუსის სადგურში აფეთქება მოხდა. ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტობუსის ტერმინალიდან ევაკუაცია განხორციელდა. BBC, ABC News-ზე დაყრდნობით, წერს, რომ შესაძლოა ასაფეთქებელი ნივთიერება ტერმინალის ქვეშ იყო დამონტაჟებული. სამართალდამცავების ინფორმაციით,... Read More

დიმიტრი ქუმსიშვილი: ვფიქრობთ, ეკონომიკის სამინისტრო გადანაწილდეს რამდენიმე შენობაში

Comments Off on დიმიტრი ქუმსიშვილი: ვფიქრობთ, ეკონომიკის სამინისტრო გადანაწილდეს რამდენიმე შენობაში

ეკონომისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შესაძლოა, მომავალ წელს ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე შენობაში გადანაწილდეს. “ვფიქრობთ, ეკონომიკის სამინისტრო გადანაწილდეს რამდენიმე შენობაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეს შენობა ნაქირავები გვაქვს.... Read More

რამ განაპირობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა

Comments Off on რამ განაპირობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა

2017 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში 594.5 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ინფორმაციით, ეს რაოდენობა წინა წლის მე-3 კვარტალში შემოსულ ინვესტიციებზე 17.6%-ით მეტია.... Read More

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს

Comments Off on ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს

წინასწარი მონაცემებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შესაძლოა ხმების 50% ვერ მიიღოს და მეორე ტური გახდეს საჭირო. ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის ვინაობა 22:15 საათზე უნდა გარკვეულიყო. ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისიამ ის... Read More

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების გაყალბების მცდელობის ბრალდებით ორ ადამიანს კომისია დაატოვებინეს

Comments Off on ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების გაყალბების მცდელობის ბრალდებით ორ ადამიანს კომისია დაატოვებინეს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ბიულეტენების ჩაყრის მცდელობის გამო, ორ დამკვირვებელს ხმის დამთვლელი კომისია დაატოვებინეს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე ივანე პეტრიაშვილმა განაცხადა. პეტრიაშვილის თქმით, ორ ადვოკატს რამდენიმე კოლეგამ დასდო ბრალი, რომ... Read More

“წადი, წადი!”, “დაცვამ გაიყვანოს” – დაპირისპირება ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე [ვიდეო]

Comments Off on “წადი, წადი!”, “დაცვამ გაიყვანოს” – დაპირისპირება ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე [ვიდეო]

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის სიტყვით გამოსვლას კენჭისყრაზე, სადაც ასოციაციის თავმჯდომარე, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიის წევრები უნდა აირჩიონ. კენჭისყრაზე, რომელიც დღეს, 10:00 საათზე... Read More

ადვოკატთა ასოციაცია თავმჯდომარეს ირჩევს

Comments Off on ადვოკატთა ასოციაცია თავმჯდომარეს ირჩევს

დღეს, 9 დეკემებრს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების ხმის მიცემის პროცესი დილის 10 საათზე დაიწყო. არჩევნები თბილისში, სპორტის სასახლის შენობაში მიმდინარეობს. გამნარჯვებული კანდაიდტის ვინაობა 22:15 საათზე გახდება ცნობილი. არჩევნებში 12... Read More

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფულად დახმარებას მიიღებს

Comments Off on საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფულად დახმარებას მიიღებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს სამწლიანი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებას. ამ გადაწყვეტილებით  ფონდისგან საქართველო 42 მლნ აშშ დოლარზე მეტს  მიიღებს. სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, ფონდმა ქვეყანისთვის, ჯამში, ... Read More

NGO-ები შსს-ს მიმართავენ, კვირიკაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელები დაითხოვონ

Comments Off on NGO-ები შსს-ს მიმართავენ, კვირიკაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელები დაითხოვონ

არასამთავრობო ორგანიზაციები ხარაგაულში გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციები მოუწოდებენ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას, გამოძიება წარიმართოს სწრაფად და დადგეს ხარაგაულის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხი. ხელმომწერი... Read More

ომბუდსმენმა „ბიბლუსის“ მხრიდან განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

Comments Off on ომბუდსმენმა „ბიბლუსის“ მხრიდან განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველმა შპს „ბიბლუსის“ წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით,  განმცხადებელმა, სხვა დასაქმებულებთან ერთად, შპს „ბიბლუსში“ არსებულ შრომის პირობებზე საჯაროდ – ფეისბუქის მეშვეობით – ისაუბრა. 2017 წლის 15... Read More

იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად – გამოხმაურებები ტრამპის გადაწყვეტილებაზე

Comments Off on იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად – გამოხმაურებები ტრამპის გადაწყვეტილებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოსაცხადებლად საუკეთესო დროა. “ეს წინა პრეზიდენტის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა მან ამის გაკეთება ვერ მოახერხა.... Read More

ქუთაისში გუმათჰესების კასკადი იწვის

Comments Off on ქუთაისში გუმათჰესების კასკადი იწვის

ქუთაისში გუმათჰესების კასკადი იწვის, ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ გუმათჰესის ტერიტორიაზე არის ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ამ წუთისთვის... Read More

როგორ გეგმავს მთავრობა ფაროსნის წინააღმდეგ ბრძოლას 2018 წელს

Comments Off on როგორ გეგმავს მთავრობა ფაროსნის წინააღმდეგ ბრძოლას 2018 წელს

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზიური ფაროსნის წინააღმდეგ საბრძოლველად მომავალი წლისთვის სტრატეგია შეიმუშავა. სამინისტროს ინფორმაციით, მავნებელ მწერთან სახელმწიფო სამი მიმართულებით იმუშავებს: პირველი მოსახლეობის ინფორმირება; მონიტორინგი; ქიმიური შეწამვლა.   სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,... Read More

ქართველი სტუდენტი Facebook-ის სათავო ოფისში სტაჟირებას გაივლის

Comments Off on ქართველი სტუდენტი Facebook-ის სათავო ოფისში სტაჟირებას გაივლის

სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა ლომთაძე Facebook-ის სათავო ოფისში გაივლის სტაჟირებას. ამის შესახებ ინფორმაციას სან დიეგოს უნივერსიტეტი ავრცელებს. ლუკა ლომთაძე გაცვლითი პროგრამით ამერიკაში სწავლობს. ის  Facebook-მა 250 000 სტუდენტიდან შეარჩია... Read More

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი: იუსტიციის საბჭოსთან მუდმივ კომუნიკაციაზე შევთანხმდით

Comments Off on ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი: იუსტიციის საბჭოსთან მუდმივ კომუნიკაციაზე შევთანხმდით

კომერციულ დავებსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დღეს ბიზნესასოციაციისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ კომერციული დავების განსახილველად სასამართლო სისტემაში უკვე... Read More

ქუთაისიდან დუბაის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 14 ივნისიდან დაიწყება

Comments Off on ქუთაისიდან დუბაის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 14 ივნისიდან დაიწყება

ავიაკომპანია Flydubai ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს 14 ივნისიდან შეასრულებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია “Flydubai” 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი- დუბაის მიმართულებით ფრენებს ბოინგ 737-ით 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში განახორციელებს. თბილისისა და ბათუმის... Read More

ხათუნა გოგორიშვილი – ლარიზაციას არანაირი ლარის გამყარება არ მოჰყოლია

Comments Off on ხათუნა გოგორიშვილი – ლარიზაციას არანაირი ლარის გამყარება არ მოჰყოლია

დღეს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უსმენდნენ. სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარიზაციასა და ე.წ გალარების პროგრამაზე დაუსვა კითხვა. პარლამენტის წევრის... Read More

რომან გოცირიძე კობა გვენეტაძეს: რა საჭიროა კომერციული ბანკების ფინანსური მხარდაჭერა?

Comments Off on რომან გოცირიძე კობა გვენეტაძეს: რა საჭიროა კომერციული ბანკების ფინანსური მხარდაჭერა?

დღეს პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მოუსმინეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ კობა გვენეტაძეს 2013-2014 წლებში სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციების მიზნობრიობაზე დაუსვა კითხვა.... Read More

ყოფლი ცოლის მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

Comments Off on ყოფლი ცოლის მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმისა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღება ბრალდებულის მხრიდან... Read More