მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.
  • ისრაელის პრეზიდენტი: ჩვენ საერთო საფრთხეების წინაშე ვდგავართ- ესაა ფუნდამენტალიზმი

    0 Comments

    ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, 9 იანვარს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. პრეზიდენტები დახურული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე წარდგნენ და განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით,  პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის... Read More

    ლავროვი პუტინს რუსეთიდან 35 ამერიკელი დიპლომატის გაძევებას სთავაზობს

    0 Comments

    რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი პუტინს რუსეთიდან 35 ამერიკელი დიპლომატის გაძევებას სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერფაქსი” ავრცელებს. ლავროვის თქმით, აშშ-დან 35 რუსი დიპლომატის გაძევება რეაგირების გარეშე არ უნდა... Read More

    2016 წელს გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები [ინფოგრაფიკა]

    0 Comments

    2016 წელი დასამახსოვრებელი იმითაც აღმოჩნდა, რომ ამ წელს მუსიკის, კინოს, სპორტის, ლიტერატურისა თუ პოლიტიკის ლეგენდები დაკარგა მსოფლიომ.  ჩვენ რამდენიმე მათგანს გამოვყოფთ, რომელთა გარდაცვალების შესახებ “ნეტგაზეთმა” წლის მანძილზე სხვადასხვა სახის მასალა შემოგთავაზათ:... Read More

    Star Wars-ის ვარსკვლავი, კერი ფიშერი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა

    0 Comments

    ამერიკელი მსახიობი კერი ფიშერი, რომელსაც პოპულარობა “ვარსკვლავურ ომებში” პრინცესა ლეიას როლმა მოუტანა, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, მსახიობს გულის შეტევა დაემართა. გულის შეტევა მსახიობმა ლონდონიდან... Read More

    ანონსი – 28 დეკემბერი

    0 Comments

    10:00 – თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:00 –  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დასაქმების მიმართულებით ინოვაციურ მექანიზმს – შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლისთვის ქვეყანაში შრომის ბაზრის ტენდენციებზე,... Read More

    ჯეჯელავა: დაფინანსების საკითხი გვინდა, სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე იყოს მიბმული

    0 Comments

    განათლების სამინისტრო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესის შეცვლას გეგმავს. ამის შესახებ დღეს ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, სამინისტრო საჯარო განხილვისთვის საზოგადოებას დაახლოებით ორ თვეში დაფინანსების ახალ სქემას შესთავაზებს,... Read More

    თბილისში ბანკის ყაჩაღობაში ბრალდებულები ბათუმში დააკავეს

    0 Comments

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალის ყაჩაღობაში 2 ბრალდებული  ბათუმში დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებისას ბრალდებულებს ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი, 1475 ევრო, 640 ლარი და 60 აშშ... Read More

    თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი თანამშრომლები სასამართლოს მიმართავენ

    0 Comments

    საქართველოს სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილი თანამშრომლის, შოთა მათითაიშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი სასამართლოს მიმართავს. მათითაიშვილის თქმით, 21 დეკემბერს სამხედრო პოლიციიდან სამოქალაქო პირებთან ერთად სამხედრო ოფიცრები, მათ შორის... Read More

    ოპოზიცია საკრებულოში თედო კობახიძის საკითხზე რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს

    0 Comments

    თბილისის საკრებულოს ოპიზიციური ფრაქციები თედო კობახიძისთვის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით თავმჯდომარეს მიმართავენ. გადაწყვეტილების შესახებ ოპოზიციურმა ფრაქციებმა ერთობლივ სხდომაზე დღეს, 26 დეკემბერს განაცხადეს. მიზეზად საკრებულოს დეპუტატები თედო... Read More

    ენერგო პრო ჯორჯიას მომხმარებლებისთვის დენის ტარიფი არ შეცვლილა

    0 Comments

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, ენერგო პრო ჯორჯიას მომხმარებლების ტარიფი არ შეიცვლება. ცვლილება შეეხო მხოლოდ საშუალო ძაბვის კომერციული მომხმარებლების ტარიფს, კერძოდ, 10-6-33 კვ ელექტროენერგიის ტარიფი 0.0657 თეთრით იზრდება... Read More

    თელასის კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფი გაძვირდა

    0 Comments

    საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომპანიის (სემეკი) დღევანდელი გადაწყვეტილებით, თელასის კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფი გაიზარდა. კერძოდ, 110-35 კვ 0.446 თეთრით გაიზარდა და 12.324 თეთრი შეადგინა. 10-6-3.3 კვ-ს შემთხვევაში 0.035-იანი ზრდა დაფიქსირდა და 12.981... Read More

    23 დეკემბერს ლარი დოლართან მიმართებით ორი თეთრით გამყარდა

    0 Comments

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 დეკემბერს განახლებული გაცვლითი კურსის მიხედვით, ლარი დოლართან მიმართებით 2 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ, ოფიციალური კურსით, 2.7507 ლარი შეადგინა. გუშინდელი ოფიციალური კურსის მიხედვით,... Read More

    ჰიდროელექტროსადგურების უმეტესობისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შემცირდა

    0 Comments

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის გადაწყვეტილებით, 2017 წელს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი ჰიდროელექტროსადგურების უმეტესობისთვის  შემცირდა. “ენერგო პრო ჯორჯიას” საკუთრებში არსებული  10 ჰესიდან ტარიფი მხოლოდ ერთისთვის, “აწჰესისთვის” გაიზარდა. ტარიფი შემცირდა სს “ზაჰესისთვისაც”.... Read More

    სააგენტო ბავშვთა შორის სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევაზე ინფორმაციას ავრცელებს

    0 Comments

    სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფომაციით, ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში,  სავარაუდოდ, ბავშვებს შორის სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. სააგენტოს განცხადებით, ეჭვის გაჩენისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა და რეფერირების პროცედურების შესაბამისად, შემთხვევის შესახებ საქართველოს შინაგან... Read More

    ჯეჯელავა – ოპტიმიზაციის ფარგლებში სამინისტროს სისტემას 250-მდე თანამშრომელი დატოვებს

    0 Comments

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში თანამდებობას 200-დან 250-მდე თანამშრომელი დატოვებს. ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა “360 გრადუსის” ეთერში ისაუბრა. შემცირება განათლების სამინისტორს რესურსცენტრებსაც შეეხება. მინისტრის თქმით, ქვეყნის... Read More

    21 დეკემბერი

    ანონსი – 22 დეკემბერი

    0 Comments

    09:00 – საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება. 10:00 – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეხვედრა სომხეთის თავდაცვის მინისტრთან, ვიგენ სარგსიანთან. 10:30 – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა... Read More

    მსოფლიო საახალწლო სამზადისში [ფოტო]

    0 Comments

    მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საახალწლო მზადება უკვე დაიწყო, დაიდგა და განათდა ნაძვის ხეები, მოეწყო საშობაო ბაზრობები. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ “ევროპული პრესფოტო სააგენტოს” ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.      ... Read More

    სანამ ძაღლის აყვანას/ჩუქებას გადაწყვეტთ

    0 Comments

    “ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია”,  მეგობრებზე ზრუნვა კი დიდი პასუხისმგებლობაა – განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ გავრცელებულ ფრაზას ეთანხმებით და უკვე გყავთ, ან აპირებთ, რომ ოთხფეხა მეგობარი იყოლიოთ. შესაბამისად, სანამ საახალწლოდ საყვარელი ადამიანების... Read More

    გუგლის წინასწარმეტყველი ლტოლვილების დასახმარებლად

    0 Comments

    გუგლის საძიებო სისტემის  ბეტა ვერსია მომხმარებლებს მომავლის წინასწარმეტყველებას ჰპირდება, თუმცა საიტზე გადასვლის შემდეგ მათ ყურადღებას მომავლის ნაცვლად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმდინარე პრობლემაზე ამახვილებს. სანამ გუგლის საძიებო სისტემის მომხმარებლები საკუთარი ბედით არიან... Read More

    სემეკი ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს

    0 Comments

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე სამომხმარებლო ტარიფების გაზრდას არ გამორიცხავს.  ირინა მილორავას თქმით, ზუსტი პროგნოზირება, გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფები, მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც სემეკი თბოელექტროსადგურების... Read More

    პუტინი: ელჩის მკვლელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა

    0 Comments

    პუტინის სურვილია გაირკვეს, თუ ვინ დგას ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რომელიც მომხდარს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით არსებული წინსვლის... Read More

    ლევან დავითაშვილი: მიწის უცხოელებზე მიყიდვაზე მორატორიუმი შემაფერხებელი არ იყო

    0 Comments

    საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, ბიზნესისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არ ყოფილა. ამ თემაზე ლევან დავითაშვილმა ” TV პირველის” ეთერში 19 დეკემბერს... Read More

    Man-ის ფირმის ავტობუსები იანვრიდან თბილისის N51 მარშრუტზეც იმუშავებს

    0 Comments

    Man-ის ფირმის  15 ახალი ავტობუსი იანვრიდან N51 ხაზზე მომუშავე ავტობუსებს ჩაანაცვლებს. ავტობუსები თბილისში, გლდანიდან დიღმის მასივის, დიდუბის საბურთალოსა და ვაკის გავლით სტუდქალაქამდე იმოძრავებს. იანვრის ბოლოდან კი დედაქალაქში ამავე მარკის კიდევ 10... Read More

    თამბაქოზე აქციზის გადასახადი ჯერ არ გაზრდილა, სიგარეტი კი უკვე გაძვირდა

    0 Comments

    თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის ფასის მორიგ მომატებამდე რამდენიმე კვირით ადრე რამდენიმე ბრენდის სიგარეტი გაძვირდა. როგორც თამბაქოს ჯიხურებში ამბობენ, მომატებული ფასით პროდუქცია გუშინ მიიღეს. გაძვირება შეეხო “სობრანიეს”, “ვინსტონის”, “კენტის”, “ქემელისა” და “მალბოროს”... Read More