ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.

“უპრეცედენტო აქციები ჩრდილოეთ კავკასიაში” — რა ხდება ინგუშეთში?

Comments Off on “უპრეცედენტო აქციები ჩრდილოეთ კავკასიაში” — რა ხდება ინგუშეთში?

ინგუშეთში კვირაზე მეტია მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმების (გაუმჭვირვალედ) დადების გამო. რას აპროტესტებენ ინგუშები? არის თუ არა გამოსვლები ანტიჩეჩნური ხასიათის? რა როლი აქვს რამზან კადიროვს რეგიონში? როგორია პროტესტის დემოგრაფია?... Read More

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

Comments Off on რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

საქართველოში მდებარე ლუგარის ცენტრის პარალელურად, რუსული პროპაგანდა მიზანში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მდებარე სხვა ლაბორატორიებსაც იღებს, რომლებიც აშშ-ის დახმარებითაა აშენებული. რუსეთი აცხადებს, თითქოს ეს ლაბორატორიები აშშ-ს ეკუთვნის და მათში ადამიანებზე სასიკვდილო ექსპერიმენტებს... Read More

სუს-მა თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით

Comments Off on სუს-მა თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მათმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ  ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა. სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თალჰა ო-მ და ჰუსეინ ჩ-მ “სპეციალური... Read More

პოლიციელების მიერ მოქალაქის სავარაუდო წამებისთვის დღემდე არავინაა ბრალდებული — საია

Comments Off on პოლიციელების მიერ მოქალაქის სავარაუდო წამებისთვის დღემდე არავინაა ბრალდებული — საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოქალაქე “ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე დღემდე ბრალდებულად არავინაა ცნობილი”, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას შეუძლია, კონკრეტულ პოლიციელებს წაუყენოს ბრალი. ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა, საიას... Read More

ჯასტინ ტრუდო და ემანუელ მაკრონი სომხეთში ჩაფრინდნენ

Comments Off on ჯასტინ ტრუდო და ემანუელ მაკრონი სომხეთში ჩაფრინდნენ

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო 10 ოქტომბერს, გვიან ღამით, სომხეთში ჩაფრინდა. რამდენიმე საათში ერევანში ჩაფრინდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. ტრუდოსაც და მაკრონსაც ერევნის აეროპორტში დახვდათ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი.... Read More

დამანგრეველი ქარიშხალი მაიკლი ფლორიდას მისწვდა

Comments Off on დამანგრეველი ქარიშხალი მაიკლი ფლორიდას მისწვდა

მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი მაიკლი ფლორიდის სანაპიროს უტევს. ქარიშხლის სისწრაფე 255 კმ/სთ-ს აღწევს. ასობით ათასი ადამიანი გააფრთხილეს და ევაკუაციისკენ მოუწოდეს, თუმცა, BBC-ის ინფორმაციით, ბევრს ჯერ კიდევ არ დაუტოვებია საცხოვრებელი, ფლორიდის გუბერნატორის... Read More

კარასინი: ჩვენს საზღვრებთან ბიოლოგიური ლაბორატორიების საკითხს გაეროში წამოვჭრით

Comments Off on კარასინი: ჩვენს საზღვრებთან ბიოლოგიური ლაბორატორიების საკითხს გაეროში წამოვჭრით

მოსკოვი გაეროში წამოჭრის თავის საზღვრების სიახლოვეს ბიოლოგიური ლაბორატორიის განთავსების საკითხს, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა 10 ოქტომბერს. როგორც Ria Novosti წერს, კარასინი აცხადებს, რომ რუსეთი არ... Read More

ქარტია რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს

Comments Off on ქარტია რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო ორგანოებსა და ხელისუფლებას მოუწოდებს, დანაშაულის “სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით” გაემიჯნონ “მედიაზე ძალადობას და უზრუნველყონ საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოდ მუშაობა”. რუსთავი2-ის ცნობით, 10 ოქტომებრს “კურიერის” ჟურნალისტ ეკა... Read More

“ევროპის ფონდი” ემიჯნება ბორდის თავმჯდომარე დევიდ ლის მიერ არასამთავრობოების კრიტიკას

Comments Off on “ევროპის ფონდი” ემიჯნება ბორდის თავმჯდომარე დევიდ ლის მიერ არასამთავრობოების კრიტიკას

ევროპის ფონდი “კატეგორიულად ემიჯნება” ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, დევიდ ლის ბოლოდროინდელ განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. ფონდის შეფასებით, სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებებით ლი “თავს ესხმის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მათ საქმიანობას”.... Read More

იორმუღანლოში ათობით ცხვარი დაიხოცა, უფრო მეტი მოიწამლა — რუსთავი 2

Comments Off on იორმუღანლოში ათობით ცხვარი დაიხოცა, უფრო მეტი მოიწამლა — რუსთავი 2

კახეთის სოფელ იორმუღანლოში ათობით ცხვარი დაიხოცა, უფრო მეტი კი მოიწამლა, ავრცელებს ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი2. რუსთავი2-ის კადრებში ჩანს დახოცილი ცხვრები. ტელეკომპანიის ცნობით, დაიხოცა 50-მდე ცხვარი, ხოლო 100-დან 150-მდე — მოიწამლა. ნეტგაზეთს შსს-ში... Read More

ბრიტანულმა სასამართლომ გაამჟღავნა აზერბაიჯანული კორუფციის საქმეში გარეული ადამიანის ვინაობა

Comments Off on ბრიტანულმა სასამართლომ გაამჟღავნა აზერბაიჯანული კორუფციის საქმეში გარეული ადამიანის ვინაობა

ლონდონის სასამართლომ გააუქმა ორდერი, რომელიც კრძალავდა აზერბაიჯანული კორუფციის სკანდალში გარეულ იმ ადამიანის ვინაობის გამხელას, რომელმაც სხვადასხვა დროს 16 მილიონი ფუნტი დახარჯა მხოლოდ ერთ მაღაზიაში, Harrods-ში, ტანსაცმლის საყიდლად, წერს Guardian. მოსამართლემ... Read More

ბრიტანეთი საუდის არაბეთისგან პასუხებს ითხოვს სტამბოლში არაბი ჟურნალისტის “გაუჩინარებაზე”

Comments Off on ბრიტანეთი საუდის არაბეთისგან პასუხებს ითხოვს სტამბოლში არაბი ჟურნალისტის “გაუჩინარებაზე”

გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ საუდის არაბეთისგან ელოდებიან დაუყოვნებლივ პასუხებს არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის “გაუჩინარებასთან” დაკავშირებით. ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ბოლოს სტაბმოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს 2 ოქტომბერს; იგი Washington Post-ის მესვეტეა... Read More

რუსულმა არხმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა PACE-ში უკრაინელი დეპუტატების მიერ ჰიმნის შესრულებაზე

Comments Off on რუსულმა არხმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა PACE-ში უკრაინელი დეპუტატების მიერ ჰიმნის შესრულებაზე

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, Настоящее Время-ს ცნობით, რუსული ტელეკომპანია Россия 1-მა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეაზე უკრანელი დეპუტატები Россия 1-ის წამყვანს ეუბნებოდნენ: “სიკვდილი რუსეთს, სიკვდილი შენ”. სინამდვილეში დეპუტატებმა ტელეკომპანიას კომენტარებზე უარი უთხრეს,... Read More

ზურაბ ჯაფარიძე “ქართუ” ბანკს მილიონიან სესხს სთხოვს

Comments Off on ზურაბ ჯაფარიძე “ქართუ” ბანკს მილიონიან სესხს სთხოვს

“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული “ქართუ” ბანკისგან კრედიტის სახით 1 000 000 ლარის მიღებას ითხოვს. “გირჩმა” ამის შესახებ ინფორმაცია 10 ოქტომბრის საღამოს გაავრცელა. 1 ოქტომბერს “ქართუსგან” ამავე რაოდენობის... Read More

პროკურატურა: ჩხეიძემ რაც მიუთითა, ის ნომერი დასახელებულ მანქანაზე გაცემული არ ყოფილა

Comments Off on პროკურატურა: ჩხეიძემ რაც მიუთითა, ის ნომერი დასახელებულ მანქანაზე გაცემული არ ყოფილა

პროკურატურა აცხადებს, რომ იმ მანქანის ნომერი, რომელშიც, ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, საბანკო ანგარიშიდან წაღებული თანხა მოთავსდა, 2016 წელს მის მიერ დასახელებულ ავტომანქანაზე გაცემული არ ყოფილა. პარლამენტარმა ჩხეიძემ, რომელიც “ომეგას” დამფუძნებელ ზაზა... Read More

სალომე ზურაბიშვილმა ბანკი “ქართუსგან” მილიონი ისესხა

Comments Off on სალომე ზურაბიშვილმა ბანკი “ქართუსგან” მილიონი ისესხა

სალომე ზურაბიშვილმა 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული “ქართუ” ბანკისგან კრედიტის სახით 1 000 000 ლარი მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა, თუმცა დაწერა, რომ ეს “კომერციული ბანკი” იყო... Read More

სავარაუდოდ, ამოიცნეს სკრიპალებზე თავდასხმაში მეორე ბრალდებულიც

Comments Off on სავარაუდოდ, ამოიცნეს სკრიპალებზე თავდასხმაში მეორე ბრალდებულიც

გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაში მეორე ბრალდებულის ნამდვილი სახელი და გვარია ალექსანდრე მიშკინი. Bellingcat-ისა და The Insider-ის გამომძიებელი ჟურნალისტები, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ პირველ ბრალდებულში გრუს პოლკოვნიკი ანატოლი ჩეპიგა... Read More

9 ოქტომბერს თბილისში ელექტრომომარაგება ისევ შეიზღუდება გეგმური სამუშაოების გამო

Comments Off on 9 ოქტომბერს თბილისში ელექტრომომარაგება ისევ შეიზღუდება გეგმური სამუშაოების გამო

თელასი ავრცელებს გაფრთხილებას, რომ სამშაბათს, 9 ოქტომბერს დაგეგმილი გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად: ისნის და სამგორის რაიონები გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18... Read More

რესტორანი, ლაუნჯი, სამკუთხა ან მრგვალი დისკი — თბილისის ტელეანძის განვითარების კონცეფცია

Comments Off on რესტორანი, ლაუნჯი, სამკუთხა ან მრგვალი დისკი — თბილისის ტელეანძის განვითარების კონცეფცია

თბილისის ტელეანძა შესაძლოა გადააკეთონ. ტელეანძის განვითარების კონცეფცია, რომელიც არქიტექტურის სამსახურთან წინასწარი შეთანხმების სტადიაზეა, ცვლილების ორ ვარიანტს გვთავაზობს: ორივე ვარიანტით, ტელეანძას 70 მეტრის სიმაღლეზე ემატება სივრცე ტურისტებისათვის. პირველ ვარიანტში ეს სივრცე სამკუთხა... Read More

ძაღლის შევარდნის გამო თამაშის შეწყვეტისთვის “დილის” სანქცირებაზე არ გვიმსჯელია — GFF

Comments Off on ძაღლის შევარდნის გამო თამაშის შეწყვეტისთვის “დილის” სანქცირებაზე არ გვიმსჯელია — GFF

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა “ნეტგაზეთთან” უარყო ინფორმაცია, თითქოს გორის”დილა” 500 ლარით დააჯარიმეს სტადიონზე ძაღლის შევარდნის გამო მატჩის შეწყვეტისთვის. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან, qartli.ge-სთან ინტერვიუში “დილის” სტადიონის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის მენეჯერი, მერაბ მერაბიშვილი ამბობს:... Read More

ყოფილ მეუღლეზე ძალადობა-მუქარაში ბრალდებულს 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

Comments Off on ყოფილ მეუღლეზე ძალადობა-მუქარაში ბრალდებულს 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ყოფილ მეუღლეზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის თანახმად, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 27 მაისს ვ.ა-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეს... Read More

რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისში 22-24 ოქტომბერს ჩამოდის

Comments Off on რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისში 22-24 ოქტომბერს ჩამოდის

რუსი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისში ჩამოდის. ზვიაგინცევი — როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აფასებენ, უახლესი კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კინორეჟისორი — თბილისში მასტერკლასს გამართავს. რეჟისორი საქართველოს ეწვევა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს... Read More

“ოცნებიდან” გარიცხული პარლამენტარი ჭიჭინაძე “პატრიოტების” ფრაქციას უერთდება

Comments Off on “ოცნებიდან” გარიცხული პარლამენტარი ჭიჭინაძე “პატრიოტების” ფრაქციას უერთდება

დავით ჭიჭინაძე, რომელიც ივლისში “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს, “პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო ფრაქციაში წევრიანდება. “ნეტგაზეთს” ინფორმაცია დაუდასტურა “პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ. თევდორაძის თქმით, ჭიჭინაძე პარტიას კი არა, „პატრიოტების“ ფრაქციას უერთდება,... Read More

ვაცლავ ჰაველის ჯილდო პატიმრობაში მყოფ ჩეჩენ აქტივისტ ოიუბ ტიტიევს გადაეცა

Comments Off on ვაცლავ ჰაველის ჯილდო პატიმრობაში მყოფ ჩეჩენ აქტივისტ ოიუბ ტიტიევს გადაეცა

დისიდენტობის სიმბოლოს, ვაცლავ ჰაველის სახელობის ჯილდო, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) აქვს დაწესებული, გადაეცა ჩეჩენ უფლებამდაცველ ოიუბ ტიტიევს. ტიტიევი უკვე თვეებია, რაც დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. PACE-მ 8 ოქტომბერს,... Read More