ძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტში ფრენები არ შესრულდა

0 Comments

ღამით ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები გადაიდო. სტამბულიდან თბილისისაკენ მომავალი 4 რეისი, ავიაკომპანია “თურქიშ ეარლაინზის” გადაწყვტილებით, არ შესრულდა. აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სხვა ყველა ფრენა გეგმისამებრ შესრულდება. დღეს... Read More

სასამართლომ ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

0 Comments

თბილისის #6 ბაღის ყოფილი დირექტორის, თამარ ბაქრაძის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. მოსამართლემ განმარტა, რომ მოსარჩელეებმა სასამართლოს ინდივიდუალურად არ მიმართეს და საქმის მოცულობა დიდია. ბაქრაძის... Read More

ველოტრანსპორტის პერსპექტივა თბილისში

0 Comments

რა პრობლემებს აწყდებიან თბილისელი ველომოყვარულები და რატომ ვერ გადაადგილდებიან ისინი თავისუფლად ქალაქის ქუჩებში? არის თუ არა საკმარისი ველოტრანსპორტის პოპულარიზაციისათვის მხოლოდ სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობა? “ველომოყვარულთა კლუბი” აქტიურად იწყებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად... Read More

პრემიერი: საქართველოში არავის გააჩნია სტალინის პერიოდის მიმართ სიმპათია

0 Comments

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდის მიმართ მოქალაქეებს სიმპათია არ გააჩნიათ და ამ თემის სერიოზულად განხილვა არ არის საჭირო: “რაც... Read More

კვირიკაშვილი: ბირთვული უსაფრთხოების საკითხს სერიოზულად განვიხილავთ

0 Comments

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხა. ევროპელი კონსერვატორების წევრის, მარკ რიჩარდის შეკითხვა საქართველოდან ურანის გატანის მცდელობას შეეხო. მომხდარი, მისი აზრით, აჩენს საფრთხეს, რომ... Read More

ლიტერატურული პრემიის “ლიტერა” გამარჯვებულები

0 Comments

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ 2016 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ: წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი – ნინო სადღობელაშვილი – „განძის თეატრი“ („ინტელექტი“); წლის... Read More

TI: სტუ-ს რექტორის მესამე ვადით არჩევა საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება

0 Comments

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის ზედიზედ მესამედ არჩევის ფაქტს საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე ლექტორი მეცხრე დღეა რექტორის არჩევას აპროტესტებს და შიმშილობს. არჩილ... Read More

პულიცერის პრემიის 2016 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

0 Comments

19 მარტს, 2016 წლის პულიცერის პრემიის რიგით მე-100 ცერემონიაზე გამარჯვებულები 20 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ შორის დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიების, საუკეთესოს ფოტოებისა და წიგნების ავტორები. ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა: საჯარო... Read More

საქართველოს პოზიცია პრესის თავისუფლების შესახებ რეიტინგში გაუმჯობესდა

0 Comments

საერთაშორისო ორგანიზაციის, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” [Reporters Without Borders] ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველომ, 2015 წელთან შედარებით შედეგი 5 პოზიით გაიუმჯობესა. მსოფლიო რეიტინგში 180 ქვეყანას შორის საქართველო 64-ე ადგილს... Read More

21-24 აპრილს ფესტივალი “წიგნი და მუსიკა” გაიმართება

0 Comments

21-24 აპრილს ფილარმონიაში საგაზაფხულო ფესტივალი “წიგნი და მუსიკა” გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ქართველი შემსრულებლების ლაივ კონცერტები და სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებები დაიგეგმა. გთავაზობთ ფესტივალის განრიგს: 21 აპრილი • 15:00 სთ – ანა ჭაბაშვილი... Read More

თბილისში სასტუმრო “მოქსის” მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება

0 Comments

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ახალი სასტუმროს, “მოქსის” მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. მისი სამუშაოები დღეიდან დაიწყება. სასტუმროს გახსნა 2017 წელს, დავით აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის დასრულებასთან ერთად იგეგმება. “მოქსი” მარიოტის ქსელის ახალი ბრენდია,... Read More

ანონსი: 18 აპრილი

0 Comments

11:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე გამართავს პრესკონფერენციას. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, NDI-ის კვლევა, პარტიების რეიტინგი, წინასაარჩევნო პერიოდი. 11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” აუდიტორია 115-ის წევრები ბრიფინგს... Read More

აუდიტორია #115-ის წევრები პრემიერისაგან ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან

0 Comments

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ აუდიტორია #115-ის წევრები განცხადების სახით პრემიერთან ერთად განხილულ ძირითად საკითხებს ავრცელებენ: განათლების ძირეული რეფორმის საკითხი, რაც ეხება ფუნდამენტური მეცნიერებების წინ წამოწევას, გარე რეფერირების პრინიციპის დანარგვას, დაფინანსების... Read More

აუდიტორია #115 თსუ-ს მე-6 კორპუსის დატოვებას გეგმავს

0 Comments

სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია #115 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსს ტოვებს. სტუდენტებმა შენობის პიკეტირება გუშინ შეძლეს და ამ დრომდე შესასვლელი კარი ჩაკეტილი იყო, თუმცა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მოძრაობის წევრებმა გადაწყვიტეს, შენობიდან... Read More

კვირიკაშვილი: პირადად ჩავერთვები განათლების შესახებ კანონის შემუშავებაში

0 Comments

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თსუ-ს აუდიტორია #115 უკვე დატოვა. პრემიერის განცხადებით, მან სტუდენტებთან ერთად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სპეციალური სამუშაო ჯგუფი უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის, თვითმმართველობის სტრუქტურის ცვლილებისა... Read More

TDI საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსაგან განმარტებას ითხოვს

0 Comments

TDI საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს თხოვნით მიმართავს. ორგანზიაცია მოითხოვს საბჭოსაგან განმარტებას იმ კონკრეტული კრიტერიუმების შესახებ, რომლებიც ვერ დააკმაყოფილა მეურვეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნინო ცინცაძემ და, შესაბამისად, ვერ გადავიდა შერჩევის შემდეგ... Read More

პრემირ-მინისტრი აუდიტორია #115-ის წევრებთან შესახვედრად მივიდა

0 Comments

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თსუ-ს მე-6 კორპუსში გამაგრებულ სტუდენტებთან შესახვედრად მივიდა, თუმცა შიგნით შესვლა ვერ შეძლო. კვირიკაშვილმა ახლა უკვე აუდიტორია 115-ში გადაინაცვლა. შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისათვის ღია არ იქნება. პრემიერი სტუდენტებთან... Read More

კვირიკაშვილი: რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა ტენდენციურია

0 Comments

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეარხების წამყვანების შეკითხვებს უპასუხა. ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკითხვა Freedom House-ის ანგარიშსა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო შემქნილ ვითარებას შეეხო. კვირიკაშვილის თქმით, მან საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში... Read More

პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: მე ვარ გარანტი იმისა, რომ საძინებლებში ძრომიალი დამთავრდება

0 Comments

საქართველოს პრემირ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სხვადასხვა ტელეარხების წამყვანთა შეკითხვებს პასუხობს. კვირიკაშვილის თქმით, ფარული ვიდეო/აუდიომასალების გავრცელების ფაქტზე გამოძიება ამ ეტაპზე ორი მიმართულებით მიმდინარეობს და, როგორც პრემიერი აცხადებს, მისი მთავარი მიზანია, მსგავსი პრეცედენტის... Read More

Tbilisi open air-ს Damian Rice, Tricky, Unkle, Steve Vai, Morcheeba ეწვევიან

0 Comments

დღეს, 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ Tbilisi open air ლისის ტბაზე, ახალ იპოდრომთან 29,30,31 ივლისს გაიმართება. სამდღიანი მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში თბილისის Damian Rice, Tricky, Unkle, Steve Vai, Morcheeba და კიდევ... Read More

ანონსი: 11 აპრილი

0 Comments

10:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22... Read More

Panama Papers: დავით კეზერაშვილს ოფშორულ ზონაში 3 კომპანია ჰქონდა

0 Comments

შვეიცარიული გაზეთის Tribune de Geneva ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ასევე აღმოჩნდა “პანამის ფურცლებზე”. მან 2008 წელს, მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ოფშორულ ზონაში სამი კომპანია გახსნა ჟენევაში მოქმედი... Read More

არსენ იაცენიუკი უკრაინის პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

0 Comments

უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ არსენ იაცენიუკმა სოციალურ ქსელ ტვიტერში განაცხადა. I have taken the decision to resign as Prime Minister of Ukraine. On Tuesday, April 12 my... Read More

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

0 Comments

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვტილებით კუდ-ის 6 ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებსაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული მასალის მოპოვება-შენახვა ედებათ ბრალად, პატიმრობაში რჩებიან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საფრთხე, ბრალდებულებმა გამოძიების მიმდინარეობას ხელი შეუშალონ, ამიტომ... Read More