გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.

ნაცვლიშვილი: კონსტიტუციაში საგარეო კურსის და გადასახადების განსაზღვრა მის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება

0 Comments

საპარლამენტო უმრავლესობისა და “სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის აზრით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი პარტიებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საკუთარი პოლიტიკის გატარებას უკრძალავს. ამის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კოსნტიტუციის... Read More

სესიაშვილი: კონსტიტუციაში რწმენის შეზღუდვაზე ჩანაწერი “ბიბლიურ თავისუფლებას” არ უკავშირდება

0 Comments

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კონსტიტუციით რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლების განსაზღვრა “გირჩის” რელიგიურ ორგანიზაციას, “ბიბლიურ თავისუფლებას” არ უკავშირდება. “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ასე რომც იყოს,... Read More

“ქართული ოცნება” კონსტიტუციით რწმენის თავისუფლების დაცვის სტანდარტს ამცირებს

0 Comments

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციით რწმენის თავისუფლების დაცვის სტანდარტი მცირდება. შესაბამისი გადაწყვეტილება დეპუტატებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, სადაც კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას... Read More

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს II მოსმენით განიხილავს

0 Comments

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. უმრავლესობის წევრები სხდომაზე მარტო იმყოფებიან. ბოიკოტის გამო პროცესში არ მონაწილეობს საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები. ეკა ბესელიას განცხადებით, მას კარგად... Read More

გია ჟორჟოლიანი: ორი დღის წინ ვესაუბრე ბიძინა ივანიშვილს [ვიდეო]

0 Comments

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და “სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ორი დღის წინ ტელეფონით ესაუბრა. დეპუტატის განცხადებით, ივანიშვილი თავს კარგად გრძნობს. “გუშინწინ, 20 ივნისს,... Read More

ეკა ბესელია: არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტი სამწუხაროა

0 Comments

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის მომზადების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციების 80 პროცენტი გაითვალისწინეს. დეპუტატის განცხადებით,  სამოქალაქო სექტროში მტრის ხატის ძებნა არ უყვარს. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტი... Read More

ჩუგოშვილი: კონსტიტუციის განხილვის პროცესს სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს

0 Comments

პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვის პროცესს სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციის მონაწილეობა პროცესის პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის უკეთესი იქნებოდა. დეპუტატის თქმით,კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვის პროცესში... Read More

ფოფხაძე: მართლმადიდებლობა არის და იქნება ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი და მამოძრავებელი

0 Comments

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების კუთხით პრობლემა არ აქვს. “რა დასკვნაც არ უნდა გააკეთოს ვენეციის კომისიამ ან სხვა ორგანიზაციამ, ერთი სუბიექტის გაძლიერება... Read More

მდინარაძე: პარტნიორული ურთიერთობები არავითარ შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს

0 Comments

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოქმედი სამოქალაქო კოდექსით ერთნაირსქესიან წყვილებს სამოქალაქო პარტნიორობის დარეგისტრირება შეუძლიათ. ვენეციის კომისიის დასკვნით, არ უნდა აიკრძალოს ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ისინი ამ... Read More

კონსტიტუციის საბოლოო პროექტით, სახალხო დამცველი 6 წლის ვადით აირჩევა

0 Comments

პარლამენტში წარდგენილი კონსტიტუციური ცვლილებების საბოლოო პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველს 6 წლის ვადით სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. პროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს სახალხო დამცველი, რომელსაც 6... Read More

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

0 Comments

“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს, რომელზეც კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი ორი მოსმენით უნდა მიიღონ, ბოიკოტი გამოუცხადა. რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას ცუდი განზრახვა აქვს და ამ განზრახვის შესრულებაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ:... Read More

პარლამენტი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

0 Comments

დღეს, 21 ივნისს, პარლამენტი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ისინი არსებულზე ბევრად უფრო სრულყოფილ კონსტიტუციას მიიღებენ, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს კონსტიტუცია ერთი პარტიისაა და მასზე... Read More

ბრიუსელის მეტროში ესროლეს პირს, რომელსაც სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ქამარი ეკეთა

0 Comments

“დეილი მეილის” ცნობით, ბრიუსელის მეტროს ცენტრალურ სადგურზე ნეიტრალიზებულია პირი, რომელსაც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ქამარი ეკეთა. ადგილზე ვითარებას სამხედროები აკონტროლებენ. სადგურზე ევაკუაციაა გამოცხადებული. როგორც დეილი მეილი წერს,  მას ზურგჩანთა და ასაფეთქებელი ქამარი... Read More

კობახიძე: გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს

0 Comments

პარლამენტის თავმჯდომარე გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციური უმრავლესობა კიდევ ერთხელ მოიპოვოს. ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანში” განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო ბარიერის სამ პროცენტამდე დაწევის... Read More

ირაკლი კობახიძე: გადადგომაზე განცხადება ნახევრად ხუმრობით გავაკეთე

0 Comments

“მე პირადად არ მომწონს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე შემდეგი არჩევნებიდან არ გადავდივართ, ისევე როგორც არ მოსწონს ჩემს ბევრ თანაგუნდელს,” – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა “არჩევანში” გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით,... Read More

“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

0 Comments

“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს, სადაც კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი ორი მოსმენით უნდა განიხილონ,  ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს, 20 ივნისს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადეს. გიორგი ლომიას განცხადებით, კონსტიტუციაზე... Read More

ანოსნი – 21 ივნისი

0 Comments

11:00 საათზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციის ძირითადი თემა ევროკავშირის მიერ საქართველოდან ევროპის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტის დაშვებაა. პრესკონფერენცია გაიმართება სოფლის მეურნეობის სამინისტროში... Read More

TDI: კონსტიტუციის პროექტით შესუსტდა ჩანაწერი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ

0 Comments

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის თანახმად, შესუსტდა ჩანაწერი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ დღეს, 20 ივნისს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კონსტიტუციის ახალი პროექტით, “რწმენისა... Read More

მთავრობამ კანონპროექტიდან კანაფის დათესვის შესახებ მუხლი ამოიღო – პატიმრობა არ უქმდება

0 Comments

იუსტიციის სამინისტრომ მარიხუანასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან კანაფის კულტივირების შესახებ მუხლი ამოიღო. შესაბამისად, კანაფის დათესვა ისევ ჯარიმას ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს. დღეს, 20 ივნისს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა... Read More

პირველადი მოკვლევით, ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესში უსაფრთხოება დაცული არ იყო

0 Comments

პირველადი მოკვლევით, ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესში შრომის უსაფრთხოება დაცული არ იყო. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ელზა ჯგერენაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “შეტყობინების მიღებისთანავე შრომის უსაფრთხოების... Read More

შრომის უსაფრთხოების დარღვევისას საწარმოს გააფრთხილებენ, ან 50 ლარით დააჯარიმებენ – კანონპროექტი

0 Comments

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლის მიხედვით, შრომის ინსპექციას შეეძლება საწარმო არაგეგმურად შეამოწმოს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ადეკვატურად ვერ პასუხობს... Read More

დავით ბერძენიშვილი: ამ პარლამენტმა ვერაფერი გაბედა, სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ

0 Comments

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ძალაუფლებას ჩააფრინდა და მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნა სურს. ეს განცხადება მან  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არგადასვლის კომენტირებისას გააკეთა. დავით ბერძენიშვილის აზრით, 2020 წელს არჩევნების ჩატარება შერეული... Read More

რომან გოცირიძე: 3-პროცენტიან ბარიერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაში აქვს აზრი

0 Comments

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას შერეული საარჩევნო სისტემის დატოვებით ქვეყანა უკან მიჰყავს და დემოკრატიის საფუძვლებს უთხრის ძირს. დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმებზე მუშაობის ნახევარი წელიწადი წყალში გადაიყარა. მისივე აზრით,... Read More

კანონპროექტით, გზების დეპარტამენტს გზებთან ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემა შეეძლება

0 Comments

პარლამენტში დარეგისტრირდა კანოპროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზის ორივე მხარეს ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემის უფლება ეძლევა. “საავტომობილო გზების შესახებ” მომზადებული კანონპროექტის ავტორი რეგიონალური განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტროა. ცვლილებების... Read More