გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.
  • რას აპროტესტებს “ბავშვთა სამყაროს” აქციონერთა ნაწილი

    0 Comments

    სააქციო საზოგადოება “ბავშვთა სამყაროს” რამდენიმე აქციონერსა და ადმინისტრაციას შორის დაპირისპირებით დასრულდა პორტალ “კვირის” პრესკლუბში კომპანიის დირექტორის მიერ გამართული ბრიფინგი. ადმინისტრაციასთან დაპირისპირებული რამდენიმე აქციონერი პორტალ “კვირის” პრესკლუბში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც... Read More

    “ISIS საქართველოს ტრანზიტისთვის იყენებს” – ევროპარლამენტარი “რეზონანსზე” დაყრდნობით

    0 Comments

    ევროპარლამენტარი დიდი ბრიტანეთიდან, სტივენ ვულფი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღდეგეა. ამის მიზეზად კი ტერორიზმის საფრთხის გაზრდას ასახელებს. ვულფი ქართულენოვან გაზეთ “რეზონანსზე” დაყრდნობით აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება ISIS საქართველოს იყენებს, როგორც დერეფანს... Read More

    “ბავშვთა სამყაროს” დირექტორი აცხადებს, რომ ივანიშვილი მათი აქციონერი არ არის

    0 Comments

    სააქციო საზოგადოება “ბავშვთა სამყაროს” აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მაჭავარიანმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მათი აქციონერი არ არის. ტელეიმედთან საუბრისას სავაჭრო ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ არ შეიძლება, ყველაფერი ბიძინა... Read More

    “ბავშვთა სამყაროს” დირექტორი: აქციონერები ზარალს საკუთარი მოგებიდან აანაზღაურებენ

    0 Comments

    გიორგი მაჭავარიანი, ბავშვთა სამყაროს დირექტორი აცხადებს, რომ “ბავშვთა სამყაროს” აქციონერთა უმეტესობის პოზიციით, ზარალის აღრიცხვის შემდეგ თავიანთი მოგებიდან დადებენ თანხას და დაზარალებულებს გადაუნაწილებენ: “ბავშვთა სამყარო ერთადერთი კომპანია იყო საქართველოში, რომელიც ყოველწლიურად... Read More

    რას ითხოვენ ბავშვთა სამყაროში ხანძრის გამო დაზარალებულები

    0 Comments

    თბილისში  გუშინდელი ხანძრის შემდეგ ბავშვთა სამყაროს შენობის დემონტაჟი ჯერ არ დაწყებულა. გუშინდელს მერე ადგილზე იმყოფებიან აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში მომუშავე მოვაჭრეები, რომლებმაც ამ დრომდე არ იციან, რა ბედი ეწიან მათ საქონელს,... Read More

    ანგარიშვალდებული ხალხთან და არა ზემდგომთან – კორძაია ორდონიან თვითმმართველობაზე

    0 Comments

    “საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” მიერ საკონსტიტუციო კომისიისთვის თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით წარდგენილი წინადადების თანახმად, ქვეყანა ორდონიანი თვითმმართველობის  სისტემაზე უნდა გადავიდეს, რისი დამტკიცებაც 2013–14 წლებში ვერ მოხერხდა. რას გულისხმობს ორდონიანი თვითმმართველობა და რატომ არის... Read More

    გოგუაძე: სააპელაციოს განაჩენი სრულიად უსამართლო და მიუღებელია ჩვენთვის

    0 Comments

    თავისუფალი დემოკრატების ერთ–ერთი ლიდერი, ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებას უზენაეს და სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ. გოგუაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე... Read More

    სასამართლომ ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დროებით გააბათილა

    0 Comments

    2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც, კვლავ ლერი ხაბელოვმა გაიმარჯვა, ამ ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაბათილებულია. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის,... Read More

    პრემიერი: ცერცვაძეს არ გადავცემთ ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს ჩვენს ტერიტორიაზე

    0 Comments

    საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მით უმეტეს, ქვეყანას, რომელსაც აქვს სამხედრო ბაზები განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე. აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს, – ასე გამოეხმაურა დღეს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი... Read More

    კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

    0 Comments

    “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიო მასშტაბით (176 ქვეყანას შორის) 44-ე, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზეა, რასაც TI დადებითად აფასებს. TI-ის პროგრამის ხელმძღვანელი, ერეკლე ურუშაძე აცხადებს,... Read More

    სააპელაციო სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

    0 Comments

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლო 2017 წლის 26 იანვარს 15:00 საათზე გამოაცხადებს განაჩენს. ვეფხვაძე სასამართლოში ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ლობჟანიძის ინტერესებს იცავს. სააპელაციო... Read More

    მშობელი ბაღის აღმზრდელს ბავშვის ცემაში ადანაშაულებს

    0 Comments

    3 წლის ბავშვის დედა ოლეკო ც. თბილისის ერთ–ერთი ბაგა–ბაღის აღმზრდელს თამუნა მ.–ს მისი შვილის ცემაში ადანაშაულებს. მშობლის თქმით, ბავშვს სახეზე სისხლჩაქცევები და ნაკაწრები აღენიშნება, ხოლო მისი შვილი აღმზრდელს ადებს ხელს. “გუშინ, 5 საათზე, როცა... Read More

    უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    0 Comments

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური აცხადებს, ბრალდებულმა საკუთარ სავაჭრო ობიექტში... Read More

    სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმიუწვდომლობა – ინტერვიუ ლევან ავალიშვილთან

    0 Comments

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს პერსონალური მონაცემების დაცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის ინტერესთან შედარებით; კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შესაძლო საჯარო ინტერესის არსებობას კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით;... Read More

    ომბუდსმენი: გია ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემა თავიდან უნდა ავიცილოთ

    0 Comments

    საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ არ უნდა დაუშვას უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემა. ობუდსმენი ამბობს, რომ საქართველომ მაქსიმალურად ყველგან უნდა დაიცვას საკუთარი მოქალაქის უფლებები. “ქართულმა... Read More

    ბურჯანაძე “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების გასაიდუმლოების გამო მთავრობას აკრიტიკებს

    0 Comments

    “დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ რუსულ კომპანია “გაზპრომთან” გასაიდუმლოებულად გააფორმა ხელშეკრულება, რაც არის უკანონობა. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების სახელით ხელს აწერს მთავრობა,... Read More

    ლარი დოლართან მიმართებაში 1 თეთრით, ევროსთან კი 4 თეთრით გაუფასურდა

    0 Comments

    საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებაში თითმის 4 თეთრით გაუფასურდა; ხვალიდან ერთი დოლარი 2.6868 ლარი ეღირება, ხოლო ერთ ევროს ღირებულება 2.8851 ლარს შეადგენს.... Read More

    TI: მანანა კობახიძის დანიშვნა ხელყოფს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას

    0 Comments

    დღეს, 23 თებერვალს, ოფიციალურად გახდა ცნობილი,  რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობა მანანა კობახიძეს წარადგენს, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება და იურისტების კრიტიკა მოჰყვა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საქართველოს პარლამენტს... Read More

    ჯორჯიასა და მისისიპიში ტორნადომ 15 ადამიანი შეიწირა

    0 Comments

    BBC-ის ინფორმაციით, ტორნადომ მისისიპისა და ჯორჯიის შტატებში სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; ძლიერი შტორმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ჯორჯიას შტატში 11 გარდაიცვალა და 23 დაშავდა, ხოლო მისისიპიში 4 ადამიანი დაიღუპა. როგორც... Read More

    ანონსი – 23 იანვარი

    0 Comments

    წარმოგიდგენთ 23 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს: 10:30 საათზე, პარლამენტში ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის, ოთო კახიძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, გია ცერცვაძის დაკავება და რუსეთისთვის მიწოდებული... Read More

    “შევაჩეროთ ფსიქიატრიული სისტემის ნგრევა” – ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება

    0 Comments

    “შევაჩეროთ ფსიქიატრიული სისტემის ნგრევა” – ამ ლოზუნგით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან 23 იანვარს, 12:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი სოციალურ ქსელში “საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრია”. უფლებადამცველებს... Read More

    ბაღდათის რაიონში 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

    0 Comments

    ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი სოფელი ქვედა ზეგანი იყო. საქართველოში ილიაუნის სეისმურმა მონიტორინგის ცენტრმა 2017 წელს უკვე მეოთხე... Read More

    უსუფაშვილი 2019 წლიდან საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების მომხრეა

    0 Comments

    საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი [პრეზიდენტს ნიშნავს პარლამენტი] წესით არჩევის მომხრეა, თუმცა ეს ცვლილება 2019 წლიდან უნდა ამოქმედდეს. როგორც დავით... Read More

    მდინარაძე: პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე ადა მარშანიას განცხადება უსაფუძვლოა

    0 Comments

    “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ტელეიმედთან საუბრისას აცხადებს, რომ გუშინ საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოს პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი და “პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ადა მარშანიას განცხადება არ არის საფუძვლიანი.... Read More