გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.
  • ტაქსები – საცობების წყარო თბილისში

    0 Comments

    დღეს, 17 იანვარს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც საცობების გამომწვევი მიზეზები და შემცირების სტრატეგიები განიხილეს. ღონისძიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ტაქსები თბილისში ყველაზე მეტად ქმნიან საცობებს. შეხვედრას ნიუ–იორკსა და ჩიკაგოში... Read More

    განაჩენის მოლოდინში – სააპელაციომ “კაბელების საქმეზე” დაკავებულების საბოლოო სიტყვა მოისმინა

    0 Comments

    16 იანვარს სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების საბოლოო სიტყვა მოისმინა. გამართლდებიან თუ არა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გავიგებთ – სააპელაციო სასმართლო მხარეებს უახლოეს პერიოდში გააცნობს გააჩენს.... Read More

    სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე საბოლოო პროცესი მიმდინარეობს

    0 Comments

    საქართველოს სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე საბოლოო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულები ამ წუთებში თავიანთ საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლეები გავლენ განაჩენის გამოსატანად. სასამართლო დარბაზი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ახლობლებითა და... Read More

    ყოფილი ნაციონალები თბილისის საკრებულოში ახალ ფრაქციას ქმნიან

    0 Comments

    მიხეილ სააკაშვილთან და მასთან აფილირებულ ჯგუფთან დაპირისპირების გამო ენმ–დან ბოკერია–ბაქრაძე–უგულავას ჯგუფის გასვლის შემდეგ დედაქალაქის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია ორად გაიყო. თბილისის საკრებულოს ენმ–ის ფრაქციაში დარჩნენ ირაკლი ნადირაძე, თემურ გრიგალაშვილი, მარიკა თადუკიშვილი. ხოლო... Read More

    პრემიერი: სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში ყველა მოსწავლე ჩაერთვება

    0 Comments

    განათლების რეფორმის ფარგლებში, მთავრობა იწყებს ჯანსაღი ცხოვრების აქტუალიზაციას და იღებს ვალდებულებას, რომ ყველა მოსწავლე იქნება ჩართული სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში, – ახალი სამთავრობო ინიციატივის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 16 იანვარს, ახლად გახსნილ... Read More

    საბურთალოზე პრეზიდენტის სიძე დაჭრეს

    0 Comments

    11 იანვარს, საღამოს, ბალანჩივაძის ქუჩაზე, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის გარე კომუნიკაციების მენეჯერმა ნეტგაზეთს განუცხადა, ბალანჩივაძის ქუჩიდან... Read More

    შობის ღამე სამებაში [ფოტორეპორტაჟი]

    0 Comments

    დღეს, 7 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ საშობაო ლიტურგია მორწმუნეებით სავსე სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა, რომელიც ტრადიციულად რამდენიმე საათს გაგრძელდა. საშობაო სადღესასწაულო... Read More

    სააკაშვილი: უგულავას დაპატიმრება და გათავისუფლება ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო

    0 Comments

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაპატიმრება და გათავისუფლება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას გათავისუფლებას... Read More

    საუკეთესო საახალწლო ქუბები

    0 Comments

    2016 წლის სექტემბრიდან ფეისბუკზე Coub.com-ის ლუპ ვიდეოებს პირდაპირ ვეღარ ვუყურებთ, თუმცა ვებ-გვერდი მაინც ინარჩუნებს პოპულარობას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ნეტგაზეთი გთავაზობთ საუკეთესო საახალწლო ქართულ და უცხოურ ქუბებს, ხოლო ვრცლად ქუბის შესახებ წაიკითხეთ ამ ბმულზე.... Read More

    გიორგი კვირიკაშვილმა პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია

    0 Comments

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც კვირიკაშვილის გარე კომუნიკაციების მენეჯერი იტყობინება, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს.... Read More

    ნეტგაზეთის ტოპ 5 ვიდეო 2016 წელს

    0 Comments

    გთავაზობთ ნეტგაზეთის რეპორტიორების მიერ გადაღებულ 2016 წლის ხუთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოს, რომელიც შევარჩიეთ ნახვების რაოდენობის მიხედვით და წარმოგიდგენთ ქრონოლოგიურად: 29 თებერვალი, თბილისი – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების... Read More

    ადა მარშანია: პუტინი გველეშაპი კი არ არის, რუსეთის პრეზიდენტია [ვიდეო]

    0 Comments

    საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდან”, ადა მარშანია აცხადებს, რომ “სამშობლოს ნაწილების” დასაბრუნებლად აუცილებელია პუტინთან საუბარი. მისი თქმით, პუტინი გველეშაპი კი არ არის, რუსეთს ფედერაციის პრეზიდენტი და ჩვეულებრივი ადამიანია. “რა... Read More

    “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტების სასამართლო პროცესი აქციის ფონზე გაიმართება

    0 Comments

    29 დეკემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქციაზე დაკავებულების, შოთა ხინჩასა და მირიან მალაყმაძის პროცესი გაიმართება. პარალელურად სასამართლოს ეზოში მათ მხარდასაჭერად მოძრაობის აქტივისტების აქცია დაიგეგმა. საქართველოს შინაგან საქმეთა... Read More

    კობახიძე: უახლოეს მომავალში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი სათანადო შედეგით დასრულდება

    0 Comments

    ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკა და ფარული მოსმენების საკითხი აუცილებლად უნდა გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი უახლოეს მომავალში. მისი თქმით, მმართველ გუნდს უკვე აქვს გარკვეული პოზიცია ჩამოყალიბებული და თანხმდება, რომ უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის... Read More

    ანონსი – 29 დეკემბერი

    0 Comments

    წარმოგიდგენთ 29 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:   10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ 10 დეკემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებული ორი პირის, შოთა ხინჩასა და მირიან მალაყმაძის სასამართლო... Read More

    თორნიკე ოქრიაშვილი და გულნარა გაბელია – 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელები

    0 Comments

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წლის საუკეთესო კაც ფეხბურთელად თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო ქალ ფეხბურთელად გულნარა გაბელია დაასახელა. დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართა. თორნიკე ოქრიაშვილი 2016 წელს “კრასნოდარში” გადავიდა, სადაც ცხრა თამაში ჩაატარა და... Read More

    უკმაყოფილო მოვაჭრეები და კლიენტები – პროდუქტების ფასები ბაზარში [ფოტო/ვიდეო]

    0 Comments

    თბილისის ცენტრალურ ბაზარში მოვაჭრეები მყიდველის ნაკლებობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ამის გამო იძულებული არიან, საახალწლოდ პროდუქტები იმავე ფასად გაყიდონ, როგორც ჩვეულებრივ დღეებში. კლიენტები კი მიიჩნევენ, რომ საახალწლოდ პროდუქტი გაძვირებულია.... Read More

    ბოკერიას თქმით, ბელადის მხარეს მყოფი ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს ენმ-ს

    0 Comments

    ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ბელადის [მიხეილ სააკაშვილის] მხარეს მყოფი ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს პარტიას. ამის შესახებ მან ქვორუმის არარსებობის გამო ენმ-ის შეუმდგარი პოლიტსაბჭოს შემდეგ ისაუბრა. “სამწუხაროდ, პარტიის ის ნაწილი,... Read More

    ლევან ფანცულაიამ ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონს მაგნუს კარლსენს მოუგო [ვიდეო]

    0 Comments

    მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე რაპიდსა და ბლიცში, რომელიც ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობს, საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ სწრაფი ჭადრაკის მეორე ტურში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენს მოუგო. მაგნუს კარლსენი მიმდინარე ტურნირის... Read More

    გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ 175 პატიმარი შეიწყალა

    0 Comments

    საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 175 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. რიგორც ქორიძემ განაცხადა, შეწყალებული პატიმრებიდან 122 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ხოლო 53 მსჯავრდებულს... Read More

    პოლიცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტებს გზის გადაკეტვასაც ედავება

    0 Comments

    დღეს, 26 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროში დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული მანიფესტაციის ერთ–ერთი ორგანიზატორი პაატა საბელაშვილი და ამავე აქციაზე პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები, შოთა ხინჩა და მირიან მალაყმაძე გამოიკითხნენ. პოლიციამ სამივე მათგანის წინააღმდეგ გზის გადაკეტვის... Read More

    კოალიცია: აუცილებელია GPB–ის დირექტორობის კანდიდატთა გასაუბრებისა და დებატების ტრანსლირება

    0 Comments

    “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აუცილებელია GPB–ის დირექტორობის კანდიდატთა გასაუბრებისა და დებატების ტრანსლირება, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ უნდა უზრუნველყოს. კოალიციის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ადევნებენ თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის... Read More

    აუდიტორია N115: მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდა, თუმცა ცვლილებები საკმარისი არ არის

    0 Comments

    2017 წლიდან თსუ–ის სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება, რითაც სტუდენტების მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდება. თუმცა აუდიტორია N115 აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებები საკმარისი არ არის, ვინაიდან პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილი და მხოლოდ ლოკალურ დონეზე გვარდება. უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი... Read More

    ბაქრაძე VS სააკაშვილი – რას აბრალებენ ერთმანეთს ენმ-ის ლიდერები

    0 Comments

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები თანაგუნდელების მოღალატეობაზე მორალურ ზღვარს სცდება. ამის შესახებ მან კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თანაგუნდელებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა. ენმ-ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების... Read More