დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com

ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტის წევრია

0 Comments

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ოფიციალურად გოლდენ სტეიტ ვარიორსის წევრია. ამის შესახებ ამერიკულ პრესაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია უკვე გავრცელდა, თუმცა დღეს ის კლუბმაც დაადასტურა. ფაჩულია ახალ კლუბში 27-ნომრიანი... Read More

ფოთში ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო ტურნირს სახელი შეუცვალეს

0 Comments

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო ორგანიზაცია აპროტესტებს ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის სახელის ცვლილებას. აქამდე ფესტივალი ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებდა, თუმცა წელს ეს შეიცვალა და მას ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი დაერქვა:... Read More

უსუფაშვილი: “ოცნების”, კვირიკაშვილის, ივანიშვილის პროდასავლურობაზე კითხვები არ მაქვს

0 Comments

“საარჩევნო კამპანიაში მწვავე დებატები გვექნება ნაციონალებთანაც, იქეთაც, აქეთაც და მათ შორის “ქართულ ოცნებასთანაც”. ძალიან ბევრ საკითხში იქ, სადაც კრიტიკას საფუძველი ექნება, მე კრიტიკული ვიქნები, მაგრამ რაც შეეხება პროდასავლურობას “ქართული ოცნების”,... Read More

უსუფაშვილი: “ოცნებამ” რესპუბლიკელების დატოვება და ინდივიდუალურად თანამშრომლობა შემომთავაზა

0 Comments

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მას პარტიის დატოვება და მომდევნო მოწვევის პარლამენტში ინდივიდუალურ რეჟიმში თანამშრომლობა შესთავაზა. უსუფაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის შეთავაზება მიიღეს რესპუბლიკელმა მინისტრებმაც. “შედგა გარკვეული... Read More

ცენტრ პოინტის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

0 Comments

ცენტრ პოინტ ჯგუფის საქმეზე 4 ბრალდებულს: მაია რჩეულიშვილს, სალომე ჩარკვიანს, გუკა რჩეულიშვილსა და ირაკლი მინდელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სალომე ჩარკვიანის ადვოკატმა მაია თაბაგარმა პროცესზე განაცხადა,... Read More

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ თბილისის ერთ-ერთ ბარში ტრანსფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

0 Comments

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ თბილისში, ერთ-ერთი ბარში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ტრანსგენდერი ქალის თქმით, მას საფეთქელთან ძლიერად დაარტყეს არყის ბოთლი, რა დროსაც გონება დაკარგა. იგი ფიქრობს, რომ თავდასხმა ტრანსფობიურ ნიადაგზე განხორციელდა, რადგან... Read More

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი რ2-ის საქმეზე [დოკუმენტი]

0 Comments

გთავაზობთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. ნატა ნაზღაიძის, შორენა ყველაშვილისა და ნათია გუჯაბიძისაგან შემდგარმა კოლეგიამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2-ის წილები ქიბარ ხალვაშს... Read More

ნატო შავ ზღვაში გააქტიურებას გეგმავს – რა ვალდებულებები და სარგებელი ექნება საქართველოს

0 Comments

ნატო შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების განმტკიცების თვლასაზრისით უკრაინასთან და საქართველოსთან ერთად გააქტიურებას გეგმავს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში რისი გაკეთება მოუწევს საქართველოს, რომელსაც ზღვაში შეზღუდული სამხედრო შესაძლებლობები აქვს და აჩენს თუ თუ... Read More

ანონსი – 6 ივლისი

0 Comments

11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის რიგით მეხუთე შეხვედრა ბიზნესმენებთან. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ტრანსპორტის... Read More

გიგაური: ბიზნესმენს უთხრეს, რომ თუ წილს მაღალი თანამდებობის პირს გადასცემდა, პრობლემები არ შეექმნებოდა

0 Comments

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქვეყანაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს, ამბობს, რომ მას ხელშეუხებლობის სანაცვლოდ წილის თანამდებობის პირზე გადაფორმება შესთავაზეს. გიგაურმა რუსთავი 2-ის ეთერში არც... Read More

მთავრობა სერიალ 9+1-ის გადამღებ კომპანიას ერთი თვით 15 სამხედრო პერანგს გადასცემს

0 Comments

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს ლე ხაინდრაო პროდაქშენს, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობაზე სერიალს იღებს, თავდაცვის სამინისტრო ერთი თვის ვადით სამხედრო მოსამსახურის 15 ცალი მოკლემკლავიანი პერანგით უზრუნველყოფს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ 23 ივნისს... Read More

ზურა ჯაფარიძე “გირჩსა” და გიორგი ვაშაძის “ახალ საქართველოს” შორის მოლაპარაკებებს ადასტურებს

0 Comments

ახალი პოლიტიკური ცენტრის, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ადასტურებს, რომ გიორგი ვაშაძესთან კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერით განაცხადა, “გირჩი” მოლაპარაკებებს სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებთანაც მართავს.  მან ინგა გრიგოლიას შეკითხვას უპასუხა... Read More

ინტერნეტის რეაქცია ზაზა ფაჩულიას სავარაუდო ტრანსფერზე NBA-ის TOP გუნდში

0 Comments

ამერიკულ ონლაინ-პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ფაჩულია დალასიდან გოლდენ სტეიტ ვარიორსში გადადის. გოლდენ სტეიტი მისი ვარსკვლავური შემადგენლობიდან გამომდინარე NBA-ის უმთავრეს ფავორიტად ითვლება. ინფორმაცია ჯერ... Read More

“რეფორმირების ცენტრი” სესიაშვილის მიერ შესაძლო სახელმწიფო საიდუმლოების გათქმის გამოძიებას ითხოვს

0 Comments

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრმა მთავარ პროკურატურას მიმართა ირაკლი სესიაშვილის მიერ შესაძლო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელების შესწავლის მიზნით. ამის შესახებ ნეტგაზეთს ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ონიანმა განუცხადა. მისი თქმით, საქმე ეხება... Read More

“ზიკა ვირუსთან საბრძოლველად” თბილისის ტბორებში გამბუზიის სახეობის თევზს უშვებენ [ფოტო]

0 Comments

“გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „საქართველოს მეთევზეთა კლუბის“ ერთობლივი ღონისძიება – ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად თბილისში და მის ახლოს არსებულ ტბორებში გამბუზიის სახეობის თევზი გაუშვეს”. როგორც გარემოს... Read More

Sbnation: ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში გადადის

0 Comments

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტ ვარიორსთან შეთანხმებას მიაღწია და ერთი წლის განმავლობაში ამ კლუბში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას sbnation ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ფაჩულია, რომელიც გოლდენ სტეიტში დალასიდან გადადის,... Read More

15 პოლიტიკურ ძალას ივნისში 2 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს

0 Comments

ივნისის თვეში პოლიტიკური გაერთიანებებიდან ყველაზე მეტი შემოწირულობა “ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” მიიღო- 1 028 420 ლარი, მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის [741 942], ხოლო მესამეზე პატრიოტთა ალიანსი – 174... Read More

ISFED ქართული ოცნების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე აუდიტის სამსახურს მიმართავს

0 Comments

„სამართლიანი არჩევნები“  სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებებით მიმართავს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, “მიმართვის მიზანია, აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და ააიპ „ქართული ოცნება... Read More

BREXIT-ის კამპანიის ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა

0 Comments

დიდ ბრიტანეთში BREXIT-ის კამპანიის აქტიური მხარდამჭერი Ukip-ის [გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტია] ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. ფარაჯის განცხადებით, BREXIT-ის კამპანიის გამარჯვება ნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური ამბიციები მიღწეულია. ფარაჯის თქმით,... Read More

ევროპარლამენტის LIBE კომიტეტი დღეს საქართველოს სავიზო საკითხს განიხილავს

0 Comments

დღეს, 4 ივლისს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებენ. კომიტეტის სხდომა ადგილობირვი დროით 19:00 საათზე [თბილისის დროით 21:00] დაიწყება. დღის წესრიგით... Read More

შსს სამ პირს თაღლითობასა და კიბერდანაშაულში ადანაშაულებს

0 Comments

შსს-ს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ელგუჯა კ., 1959 წელს დაბადებული კარლო ნ. და 1987 წელს დაბადებული ვახტანგ კ.... Read More

პოპულარული ინტერნეტ-ხუმრობები გამოცდებზე

0 Comments

თუ ხართ აბიტურიენტი (ან მშობელი) და გამოცდების გამო ნერვიულობთ, გადახედეთ სასაცილო პოსტებს, რომლებიც სხვადასხვა დროს გამოცდების თემატიკაზეა შექმნილი: View post on imgur.com View post on imgur.com Exams View post on... Read More

სერგეენკო ვაკეში შესაძლო მაჟორიტარობაზე: დაელოდეთ მოვლენების განვითარებას

0 Comments

“მესმის თქვენი ლეგალური ინტერესი, მაგრამ დაელოდეთ მოვლენების განვითარებას”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სეერგენკომ ნეტგაზეთის შეკითხვას, განიხილავს თუ არა მას “ქართული ოცნება”  ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატობის ვარიანტად. ამის შესახებ ინფორმაცია... Read More

აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ დიდგორის ველზე ყრილობის ჩატარების საკითხი ენმ-ში ნამდვილად განიხილება

0 Comments

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ დიდგორის ველზე პარტიული ყრილობის ჩატარების ვარიანტს პარტია ნამდვილად განიხილავს. როგორც მინაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი არ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც პარტიაში... Read More