ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

Posted by on April 6, 2017

ნეტგაზეთზე გამოქვეყნებული ყველა მასალის სხვა ვებ გვერდებზე, თუ ბეჭდურ გამოცემებში სრულად გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციიდან წერილობითი თანხმობის გარეშე. ნეტგაზეთის მასალების სხვა ვებგვერდებზე სრულად გამოქვეყნების მსურველბმა წერილობით უნდა მოგვმართონ შემდეგ მისამართზე: info@netgazeti.ge და  თანხმობის მიღების შემთხვევაში გამოაქვეყნონ ესა თუ ის მასალა.

ასეთი თანხმობის მიღების შემთხვევაში:

  • დაუშვებელია სათაურის შეცვლა;
  • დაუშვებელია ტექსტის და სხვა აუდიო-ვიზუალური მასალების შეცვლა;
  • გამომქვეყნებელმა უნდა მიუთოთო ავტორი და netgazeti.ge;
  • ვებ გვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში უნდა მიუთითონ საიტის ბმული netgazeti.ge

 

რედაქციასთან შეთანხმების გარეშე ნეტგაზეთის მასალების სხვა ვებ გვერდებზე გამოქვეყნება შესაძლებელია შემდეგნაირად:

  1. RSS არხის მეშვეობით;
  2. სხვა ვებ გვერდებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ თავიან ვებ რესურსებზე ნეტგაზეთის ამა თუ იმ მასალის სათაური, ილუსტრაცია და პირველი აბზაცი. პირველი აბზაცის შემდეგ გამოცემამ მკითხველი უნდა გადაამისამართოს ჰიპერბმულის საშუალებით უშუალოდ ამ მასალაზე.

ციტატების, ინფორმაციის ნაწილის გამოყენება ნეტგაზეთის მასალებიდან

სხვა გამოცემებმა ნეტგაზეთზე გამოქვეყნებული მასალებიდან ციტატების, მისი მოკლე ნაწილების გამოქვეყნებისას უნდა მიუთითონ როგორც netgazeti.ge, ასევე ჰიპერბმული.

 

Netgazeti.ge -ზე  და batumelebi.ge -ზე  გამოქვეყნებული ყველა მასალა წარმოადგენს შპს “გაზეთ ბათუმელების” საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, ასევე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.