კულტურა
2010-08-15 | აქცია 

ვიდეომასალა, რომელიც მოსამართლემ არ ნახა

ესაა ვიდეომასალა, რომელიც ნეტგაზეთს ირაკლი კაკაბაძემ მიაწოდა. კაკაბაძის ინფორმაციით, კავკასიური სახლის ოპერატორმა გადაიღო.  დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ირაკლი კაკაბაძის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ პროცესზე ეს ვიდეომასალა ეჩვენებინათ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება 14 აგვისტოს დაკავებული ირაკლი კაკაბაძის, ალექსი ჩიღვინაძის და შოთა დიღმელაშვილის დაჯარიმების შესახებ ამ მასალის ნახვის გარეშე მიიღო.


უჩინარი მწერალი და აბას ქიაროსთამი ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე

წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის გამართვის ოფიციალური თარიღი 12-19 სექტემბერია. ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპატიო სტუმრებს შორის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ირანელი კინორეჟისორი, აბას ქიაროსთამი იქნება. 

2010-08-16 | კინო 

მილიონობით მაყურებელი ჩეხურ კინოთეატრებში

2009 წელი ჩეხური კინოსთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. კინოთეატრების სალაროს შემოსავალმა 50.4 მილიონი ევრო შეადგინა. წლის განმავლობაში კინოში ფილმი 12.4 მილიონმა ადამიანმა ნახა. ბილეთის საშუალო ფასი ჩეხეთში 4.1 ევროა.


ვინ მოხვდება სამოთხეში?

დღეს, როდესაც კინოთეატრების რიცხვი საბჭოთა აპოკალიფსის მომდევნო პერიოდიდან მოყოლებული არ გაზრდილა და ეროვნული ტელეარხები მეყურებლების ინტერესების სრულად დაკმაყოფილებისგან შორს არიან, ხოლო ძალიან მცირე რაოდენობის ლიცენზირებული DVD-ების ფასი საშუალოდ 35 ლარია, ინტერნეტი საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომ და მდიდარ წყაროდ რჩება. კინოსა და მუსიკის მოყვარულებისთვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობაც კი აქვს. ისევე, როგორც ამ დარგებში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სარგებელთან ერთად ნეტი ზიანსაც აყენებს.

2010-07-30

პორნოპოეზია და სოკომუსიკოსები ბათუმის ბულვარში

6-7 აგვისტოს ბულვარში ბათუმის საერთაშორისო როკ-ფესტივალი New Wave გაიმართება. New Wave – ამ სახელწოდების როკ-მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში მეხუთე წელია იმართება. ფესტივალის იდეა ორგანიზაცია Local Music Zone-ს  ეკუთვნოდა, რომელმაც ბოლო წელია სახელწოდება შეიცვალა და  Art Wave-ის სახელით ახორციელებს სხვადასხვა მუსიკალურ პროექტს.


გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვპასუხობს

გვაქვს თუ არა მოდერნიზმი საქართველოში, როგორ იცვლება შენობების იდეოლოგია მათი ფუნქციის ცვლილების დროს და რატომ გვავიწყდება არქიტექტორ გიორგი ჩახავას უტოპისტური ნაგებობის ფასი თანამედროვე არქიტექტურის კონტექსტში? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა დამთვალიერებელს 22-25 ივლისს საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროში ექნება, რომელიც ქართველი და უცხოელი კურატორების შემოქმედებითი ინსპირაციის საგანი გახდა და რომელიც სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს პროექტს სახელწოდებით – ”გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვპასუხობს”.

წაიკითხეთ ყველა სტატია ამ განყოფილებაში

ლევან ბერძენიშვილის "წმინდა წყვდიადი"

"წმინდა წყვდიადი" - ასე ჰქვია ლევან ბერძენიშვილს წიგნს, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია დღეს  " წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გაიმართება, რომელზეც  ავტორი წაიკითხავს ნაწყვეტებს წიგნიდან და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს.


იმელის ბიბლიოთეკის არასრული ისტორია

წაკითხვისთანავე დაწვი

გასულ წელს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის „განსაკუთრებული ფონდი“, რარიტეტული ფონდი და ძვირფასი პერიოდიკა განადგურებისგან ეხსნათ. დღეს ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენი წიგნი და პერიოდული გამოცემა დაბინავდა სხვადასხვა დაწესებულებში იმელის ბიბლიოთეკის უმდიდრესი კოლექციიდან, რომელიც 370 ათასზე მეტ წიგნს და კიდევ უფრო მეტ ჟურნალ-გაზეთს მოიცავდა, რამდენი დაიკარგა ან განადგურდა. ცხადი მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკაა ქვეყნის ისტორიასთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. ვინ არიან კულტურული მემკვიდრეობის უფრო დიდი მძარცველები – ადამიანები, რომლებსაც ორი ათასზე მეტი წიგნის მოპარვა ედებათ ბრალად, თუ სახელმწიფო, რომელმაც არაფერი გააკეთა, რომ ასეთი ქმედების განხორციელებისთვის ბრალდებულებს შესაძლებლობა არ ჰქონოდათ? 

2010-08-23 | კინო 

ბათუმი კინოთეატრის გარეშე

ქალაქში, სადაც ყოველწლიურად სამი საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება, კინოთეატრი აღარ ფუნქციონერებს. კინოთეატრი „თბილისი“ რემონტდება, თუმცა ამ შენობაში კინოდარბაზი აღარ იქნება, კინო “ინტერნაციონალი“ კი გაუმართავია. იგი ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო შენობების ნუსხაშია შეტანილი და  მყიდველს ელოდება.

იური მეჩითოვის წამებად ქცეული წლები

იური მეჩითოვს წელს 60 წელი შეუსრულდა. თბილისის ისტორიის მუზეუმში გამართულ გამოფენაზე სახელწოდებით „წამებად ქცეული წლები“ ფოტოგრაფმა 1979 წლიდან მოყოლებული დღემდე შექმნილ ნამუშევრებს მოუყარა თავი. ვიდეოში იური მეჩითოვი სწორედ ამ გამოფენისთვის შერჩეული ფოტოების და ფოტოებზე ასახულ საქართველოს ისტორიასთან საკუთარი დამოკიდებულების შესახებ მოგვითხრობს.   

ქართული პენი მაღრაძის გარეშე და სიტყვის თავისუფლება

დავით მაღრაძე, რომელიც ”ქართულ პენს” 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა, ქართული პენ კლუბის პრეზიდენტის თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა და პენის ცენტრის პრეზიდენტს, ჯონ რალსტონ საულს და საერთაშორისო პენ ცენტრის საერთაშორისო მდივანს, იუჯინ შელგინს ამის შესახებ წერილობით აცნობა.

ვინ დაიცავს ”კავკასიურ სახლს”

”ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე” - ასეთია ბოლო პუნქტი მიხეილ სააკაშვილის მიერ ივლისის შუა რიცხვებში გამოცემული ბრძანებისა, რომელიც ”კავკასიური სახლის” სამომავლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს. ნეტგაზეთთან საუბარში ნაირა გელაშვილი აცხადებს, რომ ”კავკასიურ სახლს” მთავრობა აღარ ელაპარაკება. 

2010-07-30

მაია, ქაფი და ცეცხლი

31 ივლისს ბათუმის ახალ ბულვარში  გასართობი პროგრამების სეზონს დიჯეი მაია ქეი გახსნის. საღამოს 9 საათზე ბათუმის ახალ ბულვარში, ამფითეატრის ტერიტორიაზე  მაია ქეი სამ საათიან შოუ პროგრამას წარმოდგენს.

2010-06-01 | აფიშა 

დღის აფიშა - გამოფენები

თბილისის გალერეებში მიმდინარე გამოფენები

წინა | შემდეგი