ახალი ამბები

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა და არათანაბარი საარჩევნო გარემო

30  წამიანი ერთჯერადი საარჩევნო რეკლამა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ზე პოლიტიკურ პარტიებს 10–13 ათასი აშშ დოლარი დაუჯდებათ.  მიეცემათ თუ არა პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს თანაბარი შესაძლებლობა ფასიანი პოლიტიკური რეკლამის წარმოებისას 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს?

"საარჩევნო კოდექსმა მოიცვას ყველა საარჩევნო კონკურენტის უფლება ხელი მიუწვდებოდეთ საარჩევნო რეკლამირების თანაბარ კომერციულ ტარიფზე და რომ რეკლამირების დრო და ადგილი იყოს თანაბარ პირობებში“ –  ეს ვენეციის კომისიის 2009 წლის 19 იანვრის  რეკომენდაციაა.

ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ  2008 წლის საპრაზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისას კომერციული ტარიფი საარჩევნო რეკლამებისათვის ასტრონომიულად გაიზარდა (დაახლოებით 10-ჯერ, ვიდრე არასაარჩევნო რეკლამები).  ამის გამო კი, ეკონომიკურად ნაკლებად ძლიერი პარტიებსა და კანდიდატებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეყენებინათ ფასიანი პოლიტიკური რეკლამები, რამაც არათანაბარ პირობებში ჩააყენა საარჩევნო კონკურენტები.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, 2007 წლის 10-15 დეკემბრის ჩათვლით, მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი  კანდიდატი იყო, რომლის ფასიანი რეკლამებიც გადიოდა ნაციონალურ ტელეარხებზე.  დანარჩენები მხოლოდ კანონით მინიჭებულ უფასო საეთერო დროს იყენებდნენ.

მაშინ რუსთავი–2 ზე ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში 30 წამიანი რეკლამის განთავსება 15 ათას 400 აშშ დოლარი ღირდა.

ამჟამად რუსთავი 2– ის პრაიმ ტაიმში 30 წამიანი კომერციული რეკლამის ღირებულება ათასიდან ათას სამას აშშ დოლარამდე მერყეობს. პოლიტიკურ (საარჩევნო) რეკლამაზე კი დაწესებულია  კოეფიციენტი ათი. რაც იმას ნიშნავს, რომ 1000–1300 აშშ დოლარი მრავლდება ათზე.   ასე რომ 30 წამიანი პოლიტიკური რეკლამის ერთხელ გაშვება პოლიტიკურ პარტიას ათიათასიდან, ცამეტი ათას დოლარამდე დაუჯდება.

„პოლიტიკურ რეკლამაზე ყოველთვის იყო კოეფიციენტი ათი და   სავარაუდოდ 2010 წელსაც ასე იქნება“ – აცხადებენ  "მედიაჰაუსში”. ეს ორგანიზაცია  ტელეკომპანია რუსთავი 2 – ის სარეკლამო საკითხებს  განკარგავს.

"საერთოდ პოლიტიკური რეკლამა ძალიან ბევრ ადგილს იკავებს და კომერციული რეკლამისთვის რჩება ცოტა დრო. ზოგადად,  ცუდია, როდესაც მწარმოებელს არ რჩება საეთერო დრო, რომ განათავსოს რეკლამა“ – განმარტავს "ნეტგაზეთთან" საუბარში  "მედია ჰაუსის" დირექტორი სანდრო ინთაძე.

მსგავსი სიტუაციაა  საზოგადოებრივ მაუწყებელზეც.  "კოეფიციენტი 5 –დან ათამდე მერყეობს და სავარაუდოდ შენარჩუნდება 2010 წლის არჩევნებზეც",  – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მედია მონიტორინგის მენეჯერი თიკო მიქელაძე.
დღევანდელი ფასების მიხედვით,  ყველაზე ძვირი  სარეკლამო დრო საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეკლამა 500 დოლარი ღირს  (30 წამიანი), რაც პოლიტიკურ რეკლამის ღირებულების კოეფიციენტით გამოთვლისას  2 ათას 500 დოლარიდან 5 ათას დოლარამდე იქნება.

მედიასაშუალებების ასეთ სარეკლამო პოლიტიკას არ ზღუდავს დღევანდელი საარჩევნო კოდექსი, რომლის ცვლილებების დროსაც ვენეციის კომისიის ზემოთმოყვანილი რეკომენდაცია საქართველომ არ გათვალისწინა.

"წინასაარჩევნო პერიოდში მედია საშუალებებს უნდა აეკრძალოთ  ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის საარჩევნო პერიოდამდე არსებულ ტარიფზე მაღალი ოდენობის დაწესება.  საარჩევნო  რეკლამაზეც იგივე რეჟიმი უნდა გავრცელდეს, რაც ვრცელდებოდა სხვა კომერციულ რეკლამაზე არასაარჩევნო პერიოდში, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა წინასწარ მოახდინონ სათანადო ფინანსური რესურსის მობილიზება და საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა" – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ლომჯარია, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მუშაობს.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საია (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) აპირებს გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა, რათა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების გზით  შეძლონ იმ ნორმების გაუქება, რომლებიც "სამართლებრივად აკანონებენ საარჩევნო სუბიექტების არათანაბარ შესაძლებლობებს".

მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს კომერციული არხების შეზღუდვას:  "საარჩევნო პერიოდში მედია საშუალებებს გარკვეული ვალდებულებები კანონით ისედაც აკისრიათ. ეს არ იქნება შეზღუდვა, ვინაიდან  ამ ინიციატივით მედია საშუალებებს არ დაეკისრებათ შეღავათების გავრცელება პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის, არამედ, კანონი მოითხოვს, რომ ამ რეკლამაზეც იგივე რეჟიმი გავრცელდეს, რაც ვრცელდებოდა სხვა კომერციულ რეკლამაზე არასაარჩევნო პერიოდში".


პოლიტიკურ რეკლამის ღირებულებაზე არსებული კოეფიციენტი სერიოზულ პრობლემას უქმნის ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას, აცხადებენ პარტიების წარმოამდგენლები.

"წინა საპარლამენტო არჩევნების წინ ორჯერ და სამჯერ გაიზარდა ყველა ცენტრალურ არხზე სარეკლამო ფასები, რამაც ჩვენ პრაქტიკულად მოგვისპო საშუალება ფასიანი პოლიტიკური რეკლამა განგვეთავსებინა. ერთადერთი ვისაც ამის საშუალება ჰქონდა, იყო სახელისუფლებო პარტია. წელს ფასების ზრდა არ ყოფილა, თუმცა ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია დაწყებული არ არის. მაგრამ, ვერ გეტყვით, რომ დღეს არსებული ფასებიც  ხელმისაწვდომია. ქვეყანაში სადაც ბიზნესი ვერ ბედავს ვერც ერთი თეთრის გადარიცხვას ოპოზიციური პარტიებისთვის, ზედმეტია ლაპარაკი დემოკრატიაზე და ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ასეთ ძვირ სარეკლამო ბაზარზე ოპოზიცია შეძლებს რაიმე რეკლამის განთავსებას“ – ამბობს " მემარჯვენეების"  ერთერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია.

"ეს ტარიფები იცვლება  არა იმიტომ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გადაიხადონ, არამედ იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ გადაიხადონ რეკლამის ღირებულება, ანუ პოლიტიკური რეკლამა ვერ განათავსონ ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო ტელევიზიებში" –  მიაჩნია   ლეიბორისტული პარტიის ერთერთ ლიდერ სოსო შატბერაშვილს.  

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი თინა ხიდაშელიც ფიქრობს,  რომ   პოლიტიკურ რეკლამაზე  ფასების ასეთი ოდენობა ოპოზიციური პარტიებისთვის შეუძლებელს ხდის პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესაძლებლობას: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა  2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პრაქტიკულად არავის არ ჰქონია, გარდა ნაციონალური მოძრაობისა და ქრისტიან დემოკრატებისა.  სავარაუდოდ ასეც გაგრძელდება“.  

"ვერც ჩვენ განვათავსეთ ფასიანი რეკლამა წინა არჩევნებზე" – ამბობს "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერი ზურან ტყემალაძე.

ამ საკითხის კომენტირებისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ ეს მათი კომპეტენცია არაა: "საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტს შეაქვს".

მისივე თქმით,  ვენეციის კომისიის ერთერთი ძირითადი მოთხოვნაა, რომ დაგეგმილ არჩევნებამდე  ერთი წლით ადრე ცვლილებები არ მოხდეს:  „საკმაოდ დიდი სამუშაოა  საარჩევნო კოდექსზე და არჩევნების შემდეგ გაგრძელდება ალბათ მუშაობა“.

თუმცა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ფასიან პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით ერთი წლის წინ,   2009 წლის 9 იანვარს გამოქვეყნდა.

 

კომენტარი ამავე თემაზე

ეკა სირაძე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შესახებ

კომენტარი

სათაური:
Alexandre
ვისგან:
შიგთავსი:
merab, shen ggonia es Prezidenti ("misha") tsava da shen tavisupali adamiani gahdebi?? Geshleba, shen ak gakvs sruli shesadzlebloba rom iko tavisupali adamiani, tu gakvs amis unari. Gaihsene aba romeli sakartvelos prezidenti mogconda? Albat arc erti ara? Ho da ikneb problemac shenshia da ara prezidentshi... P.S. Marazmebis dzahilit itskeba koveltvis namdvili tragediebi... sakartveloshi ki es ukve tradiciaa...
სათაური:
merab
ვისგან:
შიგთავსი:
misham monebat gvaqcia
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
BANNER RIGHT COL

რექტორის არჩევა თუ დანიშვნა?

2010 წლის 16 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებამ მაგისტრის ხარისხის მფლობელ ალექსანდრე კვიტაშვილს საშუალება მისცა, თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაეკავებინა. ჯერ უცნობია, რექტორის არჩევნებზე მიიღებს თუ არა მონაწილეობას, თუმცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვიტაშვილს მთავრობის მხარდაჭერას უკვე დაჰპირდა.

2010-08-13 | პოლიტიკა 

ნინო ბურჯანაძეს ხურვალეთში ქვები ესროლეს

დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე გუშინ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არ შეუშვეს. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომერემ განაცხადა,  მას ეგრეთ წოდებული ზონდერ ბრიგადის წარმომადგენლები დაახვედრეს და დევნილებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. ნინო ბურჯანაძის ხურვალეთში ვიზიტის შესახებ არც ცენტრალური და არც  ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის არაფერი ცნობილი არ ყოფილა.

ევროკავშირში დაცული ქართული პროდუქცია

ხვანჭკარა, ტვიში, ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი, - ევროკავშირში საქართველოში წარმოებული 18 სახეობის ღვინის დასახელება იქნება დაცული. პროდუქციის  სახელწოდებებს და მათ გეოგრაფიულ წარმომავლობას გაყალბებისაგან საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ახალი შეთანხმება დაიცავს.  ,,გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების“ პარაფირებას ხელს დღეს მოაწერენ.

წინა | შემდეგი

18 პროექტი ორ წელიწადში

126 მილიონ +~ესპანურ კომპანიას საქართველოს მთავრობისგან

126 მილიონ 270 ათასი ლარი მხოლოდ ნაწილია იმ თანხისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ესპანურ კომპანიას ”სიემდი ინჟინერო” უახლოესი 2 წლის მანძილზე გადაუხადა სხვადასხვა პროექტების შექმნასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის.

ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი

დასაქმება ბიზნესში

4 მილიონ 400 ათასი ადამიანიდან, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, 371 ათას 341 ადამიანი  ბიზნეს სექტორშია დასაქმებული, საქსტატის 2010 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით.

უპასუხისმგებლო მშობლები დაჯარიმდებიან

მშობელი, რომელიც ბოროტად თავს აარიდებს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღებას, დაჯარიმდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მასწავლებელთა, დირექტორთა და მოსწავლეთა ეთიკის კოდექსების პრეზენტაციაზე, #51–ე საჯარო სკოლაში ისაუბრა. Dimitri Shashkini mshoblebis dasjaze by netgazeti.ge-1

წინა | შემდეგი