2010.02.15

შეასრულებს თუ არა საქართველო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას

პოლიტიკა, ადამიანის უფლებები,
პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჯერჯერობით არ არის შესული კანონპროექტი საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა ქოენებრივი უზრუნველყოფის შესახებ.

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჯერჯერობით არ არის შესული კანონპროექტი საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა ქოენებრივი უზრუნველყოფის შესახებ.

"ბევრი განცხადება შემოდის ამ საკითხზე" – ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიტის წამყვანი სპეციალისტი ირმა თოდრია და დასძენს რომ ამ დროისათვის არც პროექტი და არც წინადადებები ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შესული არ არის.


საუბარია საბჭოთა პერიოდში პოლიტიკური რეპრესიების მსხერპლი პირების კომპენსაციებზე.  1997 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი საბჭოთა პერიოდის დროს , პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა აღიარების შესახებ, მაგრამ ამავე კანონის მეცხრე მუხლში ნათქვამია, რომ მსგავსი კატეგორიის ადამიანებისთვის ქონებრივი კონპენსაციის საკითხი განისაზღვრება ცალკე კანონით, თუმცა 97 წლის შემდეგ ეს კანონი არ მიღებულა.


სწორედ ამ დამატებითი კანონის მიუღებლობის გამო გასულ კვირას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველო დამნაშავეა, რადგან უარი უთხრა ძმებს, კლაუს და იური კილაძეებს  ფინანსური კომპენსაციის გადახდაზე და ხელისუფალთ თითოეული მათგანისთვის 4 000 ევროს გადახდა დაავალა.


"თუ უნდა საქართველოს, რომ ევროსასამართლომ გადაწყვეტილება შესრულებულად ჩათვალოს კილაძეებისთვის კომპენსაციის მირების გარდა, შესაბამისი კანონიც უნდა მიიღოს" – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი.