ახალი ამბები

შეასრულებს თუ არა საქართველო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჯერჯერობით არ არის შესული კანონპროექტი საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა ქოენებრივი უზრუნველყოფის შესახებ.

"ბევრი განცხადება შემოდის ამ საკითხზე" – ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიტის წამყვანი სპეციალისტი ირმა თოდრია და დასძენს რომ ამ დროისათვის არც პროექტი და არც წინადადებები ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შესული არ არის.


საუბარია საბჭოთა პერიოდში პოლიტიკური რეპრესიების მსხერპლი პირების კომპენსაციებზე.  1997 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი საბჭოთა პერიოდის დროს , პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა აღიარების შესახებ, მაგრამ ამავე კანონის მეცხრე მუხლში ნათქვამია, რომ მსგავსი კატეგორიის ადამიანებისთვის ქონებრივი კონპენსაციის საკითხი განისაზღვრება ცალკე კანონით, თუმცა 97 წლის შემდეგ ეს კანონი არ მიღებულა.


სწორედ ამ დამატებითი კანონის მიუღებლობის გამო გასულ კვირას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველო დამნაშავეა, რადგან უარი უთხრა ძმებს, კლაუს და იური კილაძეებს  ფინანსური კომპენსაციის გადახდაზე და ხელისუფალთ თითოეული მათგანისთვის 4 000 ევროს გადახდა დაავალა.


"თუ უნდა საქართველოს, რომ ევროსასამართლომ გადაწყვეტილება შესრულებულად ჩათვალოს კილაძეებისთვის კომპენსაციის მირების გარდა, შესაბამისი კანონიც უნდა მიიღოს" – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
BANNER RIGHT COL

დაპირისპირება დევნილებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის

 ეს დაპირისპირება დევნილებსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის, რომელიც ფიზიკურ შეხლა- შემოხლაში გადაიზარდა, 7 სექტემბერს მოხდა. მაჩაბლის 8 ნომრიდან გამოსახლებული  30-მდე დევნილი სამინისტროს შენობასთან  გუშინ, დღის 11 საათისთვის, მივიდა.  დევნილები ოფიციალური პირებისგან საცხოვრებლებით უზრუნველყოფაზე პასუხს ელოდნენ

რექტორის არჩევა თუ დანიშვნა?

2010 წლის 16 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებამ მაგისტრის ხარისხის მფლობელ ალექსანდრე კვიტაშვილს საშუალება მისცა, თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაეკავებინა. ჯერ უცნობია, რექტორის არჩევნებზე მიიღებს თუ არა მონაწილეობას, თუმცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვიტაშვილს მთავრობის მხარდაჭერას უკვე დაჰპირდა.

2010-08-13 | პოლიტიკა 

ნინო ბურჯანაძეს ხურვალეთში ქვები ესროლეს

დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე გუშინ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არ შეუშვეს. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომერემ განაცხადა,  მას ეგრეთ წოდებული ზონდერ ბრიგადის წარმომადგენლები დაახვედრეს და დევნილებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. ნინო ბურჯანაძის ხურვალეთში ვიზიტის შესახებ არც ცენტრალური და არც  ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის არაფერი ცნობილი არ ყოფილა.

წინა | შემდეგი

18 პროექტი ორ წელიწადში

126 მილიონ +~ესპანურ კომპანიას საქართველოს მთავრობისგან

126 მილიონ 270 ათასი ლარი მხოლოდ ნაწილია იმ თანხისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ესპანურ კომპანია ”სიემდი ინჟინეროს” უახლოესი 2 წლის მანძილზე გადაუხადა სხვადასხვა პროექტების შექმნასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის.

ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი

დასაქმება ბიზნესში

4 მილიონ 400 ათასი ადამიანიდან, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, 371 ათას 341 ადამიანი  ბიზნეს სექტორშია დასაქმებული, საქსტატის 2010 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით.

უპასუხისმგებლო მშობლები დაჯარიმდებიან

მშობელი, რომელიც ბოროტად თავს აარიდებს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღებას, დაჯარიმდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მასწავლებელთა, დირექტორთა და მოსწავლეთა ეთიკის კოდექსების პრეზენტაციაზე, #51–ე საჯარო სკოლაში ისაუბრა. Dimitri Shashkini mshoblebis dasjaze by netgazeti.ge-1

წინა | შემდეგი