ახალი ამბები
2010-02-04 | მედია 

სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაზეთ "ბათუმელების" ხელმძღვანელის სარჩელი

დღეს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაზეთ "ბათუმელების" დირექტორის - მზია ამაღლობელისა და მთავარი რედაქტორის -  ეთერ თურაძის სარჩელი, რომლითაც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მათი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად  ცნობას ითხოვდნენ.

მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, გაზეთის მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ და კომპანიის დირექტორმა მზია ამაღლობელმა საქართველო-თურქეთის საზღვარი განბაჟების პროცედურასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების ჩასატარებლად გადალახეს. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ისინი საბაჟოს თანამშრომლებმა 1000–1000 ლარით დააჯარიმეს.

"ბათუმელებმა"დაჯარიმების  შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა, შემდეგ კი სასამართლოს მიმართეს.

დღეს სასამართლოს არ გამოუცხადებია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.

ჟურნალისტების ინტერესებს იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი.


კომენტარი

სათაური:
netgazeti.ge
ვისგან:
შიგთავსი:
http://www.netgazeti.ge/GE/issue0/law/811/
სათაური:
namibu
ვისგან:
შიგთავსი:
ver gavige, ratom daajarimes. amixsnas vinmem, vinac icis. viza ar hqondaT Tu ra?
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
BANNER RIGHT COL

საქალაქო სასამართლოში დღეს ნანა დევდარიანს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლო, ტელეკომპანია «კავკასიის» შენობაში შეჭრის გამო, 7 ბრალდებულის საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესი დღეს, 12 საათზე, განახლდება. მას მოსამართლე მილერი ხარებავა უძღვება.

“ამნესტი ინტერნეიშენალი” ცხოვრებოვის საქმეს ეხმაურება

“ამნესტი ინტერნეიშენალმა” სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებას  თემურ ცხოვრებოვზე თავდასხმის სრული და გადაუდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ომის ჟურნალისტიკა ქარვასლაში

28 ივლისიდან თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს გარდაცვლილი ორი ქართველი ჟურნალისტის, ალექსანდრე კლიმჩუკისა და გიგა ჩიხლაძის ნამუშევრების ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის ავტორი ხელოვნებათმცოდნე ნინო ზაალიშვილია. მუზეუმის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის პირველი აბზაცი გვამცნობს, რომ ჟურნალისტები ”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის” დაიღუპნენ. 

წინა | შემდეგი

გაურკვეველი მომავლის მოლოდინით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოტანილი სპორტის აკადემიის ფიზკულტურის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის ყოფილი შენობა არ გაიყიდა. სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, გუშინ გამართულ აუქციონზე ილია ჭავჭავაძის 49-სა და 49ა-ში დარეგისტრირებული ობიექტით, რომლის საერთო ფართობი 42 667 კვადრატული მეტრია, არავინ დაინტერესებულა. ობიექტის საწყისი ფასი 14 მილიონი დოლარია.  

2010-07-30 | ეკოლოგია 

გამოუძიებელი დაბინძურება

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე არ გაურკვევიათ, არის თუ არა მდინარე მაშავერას მძიმე ლითონებით დაბინძურების მიზეზი სააქციო საზოგადოება ”მადნეულის” საქმიანობა. გარემოს დაცვის მინისტრი მაისში ნეტგაზეთთან საუბარში ამბობდა, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია საწარმოს შესამოწმებლად შევიდა, თუმცა ინსპექციის უფროსმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

ბათუმის დელფინარიუმის საიდუმლო

ბათუმის დელფინარიუმის ხელმძღვანელობა და ქალაქის მერია რამდენიმე თვეა კატეგორიულად უარყოფენ დელფინარიუმში დელფინების არსებობას. ”ბათუმელებმა” მოიპოვა კადრები, რითაც დასტურდება, რომ დელფინარიუმში მართლაც ჰყავთ ზღვის ამ სახეობის ბინადრები. წყაროს ინფორმაციით, შავ ზღვაში დელფინები საქართველოს ხელისუფლების თანხმობით დაიჭირეს. შავ ზღვაში დელფინების დაჭერა, საერთაშორისო კონვენციებით, აკრძალულია.

წინა | შემდეგი