ახალი ამბები
2010-03-05 | პოლიტიკა 

ოქრუაშვილის პარტიის ყოფილი და ამჟამინდელი წევრების ურთიერთბრალდებები

23 თებერვალს ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” გენერალურმა მდივანმა, ეკა ბესელიამ საჯაროდ განაცხადა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. პრესკონფერენციაზე ბესელიამ პარტიიდან წასვლის მიზეზებზეც ისაუბრა. ოქრუაშვილის პარტიის ყოფილი წევრის თქმით, ამ ეტაპზე  მისთვის პრიორიტეტი უკანონო პატიმრების განთავისუფლებისათვის ბრძოლა და თავისუფალი სასამართლოს ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობაა. მის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია სწორედ ამ საკითხებზე იმუშავებს.


4 თებერვალს პარტია ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” მთავარმა კომიტეტმა ეკა ბესელია გარიცხა პარტიიდან და ბრალდებები წაუყენა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:


,,მიუხედავად იმისა, რომ ეკა ბესელია გადადგა თანამდებობიდან, მისი არა ერთი გაფრთხილებისა, ის დღემდე არ წყვეტს იურიდიულ კავშირს პარტიასთან და მეტიც, პარტიის ინტერესების საზიანოდ უკანონოდ განკარგავს პარტიის ქონებას, ფინანსებს და დოკუმენტაციებს, რითაც შეგნებულად ზიანს აყენებს პარტიას. აშკარაა რომ მისი ქმედებები ემსახურება გარკვეულ მიზანს და შეესაბამება ხელისუფლების ინტერესებს. გარდა სხვა საზიანო ქმედებებისა, მან ასევე შეგნებულად ჩაშალა პარტიის საქმიანობა საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში”.


 ეკა ბესელია, რომ ხელისუფლებას კვლავ შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს, ამის შესახებ მან 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მალევე ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელების საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიის წევრებს ის საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის მცდელობაში ადანაშაულებს.


იურიდიულად პარტიის გენერალურ მდივნად დღემდე ბესელია რჩება. , რომ მას ამ თანამდებობის უფლებამოსილება შეუჩერდეს საჭიროა მოეწყოს პარტიის ყრილობა. ,,მოძრაობა ერთიანი სქართველოსათვის” ოფისში აცხადებენ, რომ პარტია ყრილობას უახლოეს ათ დღეში გამართავს.   


პარტიის ანგარიშზე საარჩევნო სიების მონიტორინგისათვის 2 თებერვალს 100 000 ლარი ჩაირიცხა. ეკა ბესელიამ გადადგომის შემდეგ, როგორც თავად აღნიშნავს, რამდენჯერმე მიმართა ირაკლი დოლაბერიძეს, პარტიის წევრს, რომ კომისიას უფლებამოსილი პირი დაენიშნა, რომელსაც ბესელია თანხას გადააბარებდა. ახალი კანდიდატურის დანიშვნა კი პარტიამ ვერ მოახერხა.


,,არ გაიმართა პარტიის ყრილობა, შესაბამისად ვერ აირჩია პარტიამ ის ადამიანი, რომელსაც ამ თანხას სხვა საბუთებთან ერთად გადავცემდი იმისათვის, რომ მონიტორინგი დაეწყოთ. მათ თქვეს, რომ არ აპირებდნენ მონიტორინგის ჩატარებას და ითხოვდნენ ჩემგან მიმეცა მინდობილობა ამ თანხების განკარგვაზე. მე ვთქვი რომ ეს იყო უკანონობა და მე ამას არ გავაკეთებდი. უფლებამოსილი პირის არ არსებობის გამო ეს ფული უკან გადავურიცხე ბიუჯეტს, რომ არ მომხდარიყო ამ თანხის არამიზნობრივად განკარგვა”.


ბესელია განმარტავს, რომ მის ქმედებაზე განაწყენებულმა თანაპარტიელებმა, რომლებიც ამ თანხის მისაკუთრებას აპირებდნენ, სწორედ დღეს განცადება გაავრცელეს.


,,ტექსტი ირაკლი დოლაბერიძემ რამდენიმე დღით ადრე მაჩვენა და მითხრა, რომ ეს იყო ოქრუაშვილთან შეთანხმებული. თუ მათ მინდობილობას არ მივცემდი ისინი ჩემს საწინააღმდეგოდ განცხადებას გაავრცელებდნენ”.


,,ნეტგაზეთი” ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” მთავარი კომიტეტის წევრს თეო ტლაშაძეს ესაუბრა და სთხოვა მოეყვანა კონკრეტული ფაქტები, რაც ეკა ბესელიას ბრალს დაადასტურებდა. თეო ტლაშაძე ეკა ბესელიას პარტიის ფინანსების ერთპიროვნულ განკარგვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი პარტიაში მოღვაწეობის განმავლობაში პარტიის სხვა წევრებისათვის ხელმიუწვდომელი იყო მის მიერ წარმოებული საბანკო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია.


,,28 დეკემბერს ბანკის ანგარიშებზე ფულადი გადარიცხვების აბსოლუტურად გაუაზრებელი რვა ოპერაციიაა ნაწარმოები. ამ რვა გადარიცხვიდან ორჯერ მეორდება საწვავის ტალონების შეძენის თანხა, ასევე რაღაცა პროექტის დაფინანსება და მონო ბარათების შეძენა. სამწუხაროდ ჩვენ 2010 წლის იანვარ-თებერვალის მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ვიცით რომ იქაც სერიოზული დარღვევებია. ასევე ნათლად ჩანს როგორ სარგებლობდა ეკა ბესელია ევროპაში მოგზაურობის დროს ვიპ გასასვლელებით და მომსახურეობებით. მაშინ, როდესაც პარტიის სხვა წევრები უკიდურესად გაჭირვებულები და შევიწროვებულები არიან დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის გამო. პარტიის წევრებზე უნდა ზრუნავდე ისე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებზე და არა მხოლოდ პირად კომფორტზე, გახვიდე ვიპ გასასვლელებში და იმაშიც ფული იხადო, რომ ვიღაცამ ხელჩანთა მიგიტანოს ტაქსამდე. ჩემთვის ეს ძალიან შეურაცმყოფელია”, _ ამბობს თეო ტლაშაძე.


პარტიის საბანკო მოქმედების შესახებ ინფორმაციის დამალვას უარყოფს ეკა ბესელია და აცხადებს:
,,საბანკო გადარიცხვებს აწარმოებდა საფინანსო და საბუღალტრო განყოფილების უფროსი თეკლა ხუციშვილი და არა მე. ეს არის საჯარო დოკუმენტი, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა არა მარტო ტლაშაძეს, არამედ ამ ინფორმაციას ყოველ დღე ვუგზავნიდით ოქრუაშვილს. მე არასოდეს მქონია ხელფასი პარტიაში. Pპარტია არსებობდა საბიუჯეტო დაფინანსებით და პირადად ჩემი რესურსებით”.


ეკა ტლაშაძის ინფომაციით, საფინანსო განყოფილების უფროსმა თეკლა ხუციშვილმა ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ პარტია დატოვა.


,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” ყოფილი გენერალური მდივანი არ აპირებს სხვა ოპოზიციურ პარტიას შეუერთდეს. მისი მთავარი მიზანი ამჟამად უკანონო პატიმრების დაცვაა.

კომენტარი

სათაური:
Alexander
ვისგან:
შიგთავსი:
ეკა ბესელია - Es kali aris "KbaCHo", iseti lokebi akvs sul minda rom movkacho.
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
BANNER RIGHT COL

რექტორის არჩევა თუ დანიშვნა?

2010 წლის 16 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებამ მაგისტრის ხარისხის მფლობელ ალექსანდრე კვიტაშვილს საშუალება მისცა, თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაეკავებინა. ჯერ უცნობია, რექტორის არჩევნებზე მიიღებს თუ არა მონაწილეობას, თუმცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვიტაშვილს მთავრობის მხარდაჭერას უკვე დაჰპირდა.

2010-08-13 | პოლიტიკა 

ნინო ბურჯანაძეს ხურვალეთში ქვები ესროლეს

დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე გუშინ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არ შეუშვეს. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომერემ განაცხადა,  მას ეგრეთ წოდებული ზონდერ ბრიგადის წარმომადგენლები დაახვედრეს და დევნილებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. ნინო ბურჯანაძის ხურვალეთში ვიზიტის შესახებ არც ცენტრალური და არც  ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის არაფერი ცნობილი არ ყოფილა.

ევროკავშირში დაცული ქართული პროდუქცია

ხვანჭკარა, ტვიში, ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი, - ევროკავშირში საქართველოში წარმოებული 18 სახეობის ღვინის დასახელება იქნება დაცული. პროდუქციის  სახელწოდებებს და მათ გეოგრაფიულ წარმომავლობას გაყალბებისაგან საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ახალი შეთანხმება დაიცავს.  ,,გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების“ პარაფირებას ხელს დღეს მოაწერენ.

წინა | შემდეგი

18 პროექტი ორ წელიწადში

126 მილიონ +~ესპანურ კომპანიას საქართველოს მთავრობისგან

126 მილიონ 270 ათასი ლარი მხოლოდ ნაწილია იმ თანხისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ესპანურ კომპანიას ”სიემდი ინჟინერო” უახლოესი 2 წლის მანძილზე გადაუხადა სხვადასხვა პროექტების შექმნასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის.

ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი

დასაქმება ბიზნესში

4 მილიონ 400 ათასი ადამიანიდან, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, 371 ათას 341 ადამიანი  ბიზნეს სექტორშია დასაქმებული, საქსტატის 2010 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით.

უპასუხისმგებლო მშობლები დაჯარიმდებიან

მშობელი, რომელიც ბოროტად თავს აარიდებს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღებას, დაჯარიმდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მასწავლებელთა, დირექტორთა და მოსწავლეთა ეთიკის კოდექსების პრეზენტაციაზე, #51–ე საჯარო სკოლაში ისაუბრა. Dimitri Shashkini mshoblebis dasjaze by netgazeti.ge-1

წინა | შემდეგი