2012.03.20

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა საქართველოს მთავრობას და წარმოდგენილ პროგრამას –“ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” –ნდობა გამოუცხადა.

პარლამენტმა საქართველოს მთავრობას და წარმოდგენილ პროგრამას– “ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე”– ნდობა გამოუცხადა.

მომხრე 101, ხოლო წინააღმდეგი 16 დეპუტატი იყო. უმრავლესობის წევრთა განცხადებით, ისინი დადებითად აფასებენ ყველა იმ პროგრამას, რასაც მთავრობა ქვეყანაში სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით ნერგავს და აკეთებს.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ანდრია ურუშაძე ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა.