2012.03.16

აქცია ხელმისაწვდომი სწავლის საფასურის მოთხოვნით [Video]

განათლება,

დღეს დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსისის წინ აქცია გამართა. სტუდენტთა პროტესტის მთავარი მიზანია, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა გახდეს ხელმისაწვდომი, ხოლო წარჩინებული სტუდენტები გათავისუფლდნენ გადასახადიდან.

სტუდენტები ასევე მოითხოვდნენ, აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი იმ ადამიანებს, ვისაც სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ.

სტუდენტებმა გააპროტესტეს თვითმმართელობის მხრიდან 2 დღის წინ სტუდენტების ცემის ფაქტი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მასშტაბური აქცია უნივერსიტეტთან გუშინ გაიმართა. თსუ–ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა სტუდენტების წინაშე პირობა დადო, რომ დამნაშავეები უნივერსიტეტის ქცევის კოდექსის მიხედვით დაისჯებიან და მათ სტუდენტის სტატუსი შეუჩერდებათ.