საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ.
“კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის” დირექტორის გოგი ხუციშვილის შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს ივანიშვილის მოწოდებას და ის ბოლომდე ჯიუტად ეცდება თავისის გატანას.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში რელიგიური და სექსუალური ნიშნით ბოლო დროს დაფიქსირებული ექსცესები ხელისუფლებისგანაა ინსპირირებული.
ჩემი აზრით, უნდა ავკრძალოთ გიორგი თარგამაძე! (მისი ბოლო ინიციატივის გამო, რომელიც „დაკანონებულ მორალს“ შეეხებოდა.) აი, როგორც სიგარეტის, ალკოჰოლის, გადაჭარბებული სიჩქარის ამკრძალავი ნიშნები არსებობს, ასევე უნდა არსებობდეს - „აქ არ ვთარგამაძეობთ!“ და ჩამოვკიდოთ ეს ამკრძალავი ნიშანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში.
" მე არ ვაპირებ ჩემი პოლიტიკური უფლებები კონსტიტუციის შეურაცხყოფისა და სახელმწიფოს ნგრევის ფასად მოვიპოვო".
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი თარგამაძის განცხადება დისკრიმინაციის მუხტითაა განმსჭვალული.
"შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდში იმატა ჟურნალისტების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და შეურაცხყოფის ფაქტებმა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი პრინსტონის უნივერსიტეტში (აშშ) სტუდენტების წინაშე სიტყვით წარსდგა და ქართული დემოკრატიის შესახებ საათნახევრიანი ლექცია ჩაატარა. შეხვედრაზე მიწვევის გარეშე მისულმა ქართველმა ემიგრანტმა გიორგი სიგუამ როლში შესულ პრეზიდენტს რამდენიმე მწვავე შეკითხვა დაუსვა, რამაც მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიჩვეულია მონოლოგის რეჟიმში საუბარს, მწყობიდან გამოიყვანა და ერთდროულად, ქვეყნის ლიდერისთვის შეუფერებელი, ორი შეცდომა დაუშვა.