კოალიცია ”ქართული ოცნების” ასპინძის შტაბის ხელმძღვანელის, ტარიელ ივანიშვილის ცემისთვის ასპინძელმა სამართალდამცავებმა მოქალაქე გელა მურადაშვილი დააკავეს. მას ხულიგნობის ბრალდებით გასამართლება ელოდება.
„ბათმვაჭრობის“ დირექტორს, თენგიზ ნაგერვაძეს, რომელიც დაკავებული ბიზნესმენის ანზორ ქოქოლაძის ახლო ნათესავია, სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა და 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინიტრო აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა ქარდავამ სხეულის დაზიანება ავტოავარიის დროს მიიღო და არა ცემის შედეგად, როგორც ეს თავად დაზარალებულმა განაცხადა.
საქართველოს შინააგან საქმეთა დამინისტრო უარყოფს ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებას და მას მეტი კორექტულობისკენ მოუწოდებს. სპეციალური განცხადება სამართალდამცავმა უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
სამართალდამცავებმა დააკავეს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ ფეხბურთში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის განმავლობაში ქვეყანაში მსუბუქი ნარკოტიკი ლეგალიზებული იქნება.
თბილისში, ავლაბარში მდებარე ეჩმიაძინის სახელობის სომხური ეკლესიის წინამძღვრის, ნარეკ კუშიანის თქმით, ეკლესიის გაქურდვას დღეს, 14 მაისს, გამთენიისას აპირებდნენ.