თბილისის მერი გიგი უგულავა ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მერიის პრესსამსახურმა მიაწოდა.
სრულად კომენტარი
ადვოკატები სასამართლოს წინაშე შუამდგომლობენ, რომ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ იქნას გამოყენებული როგორც ვანო მერაბიშვილის, ისე ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი მეუღლე გზაშია და რამდენიმე საათში დაბრუნდება საქართველოში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესს საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს.
საქართველოს პროკურატურა ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურის მოთხოვნის შუამდგომლობას რამდენიმე არგუმენტით ასაბუთებს.
საქართველოს პრეზიდენტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ამჟამად მიმდინარე სასამართლო პროცესს საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
17:50 - ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოსამართლემ ორივე დაკავებულს გააცნო ბრალდება, რასაც დაკავებულები არ აღიარებენ.
17:40 - ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უკვე დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე იაკობ გოგოებაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი მიხეილ გოგებაშვილი და მოქალაქე აკაკი მაისურაძე დააკავეს.
ლგბტ თემის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ილგა-ევროპი 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.