ახალი ამბები

ვადამდე ადრე 19 პატიმარი გათავისუფლდა

30 ნოემბერი, 2010 • • 1477
ვადამდე ადრე 19 პატიმარი გათავისუფლდა

მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოებმა დღეს, ზეპირი მოსმენით, 19 მსჯავრდებული პირობით ვადამდე ადრე გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულთა შორის ერთი ქალია.

ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის ახალი  პრინციპის თანახმად, მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების განცხადებებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, შემდეგ კი  იმართება  ზეპირი მოსმენა, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრება. 

საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.

5 –წევრიანი საბჭოები დაკომპლექტებულია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს,  ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი