დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით მოძრაობა ”ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ფრთამ პარლამენტის წინ 10– წუთიანი მდუმარე აქცია გამართა.
აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე კვლავაც გამოუძიებელია და ბევრ შეკითხვას პასუხის გაცემა ჭირდება.
როგორც "ნეტგაზეთს" აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყვნენ ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებიც, თუმცა არც მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია და არც ძმა გოგა ჟვანია აქციაზე არ მისულან.
საქართველოს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუში დაუშვებლად მიიჩნევს ქრისტიან-დემოკრატების საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სექსუალური უმცირესობებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითავლისწინებს. სპეციალური განცხადება ომბუდსმენის ოფისმა დღეს, 22 მაისს გაავრცელა.
22 მაისს საქართველოს პარლამენტმა სესიაზე მესამე მოსმენით 111 ხმით, ერთხმად მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო რედაქცია, რომლის თანახმადაც კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეეძლება არჩევნებში მონაწილეობა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა ექნება.
“ქრისტიან-დემოკრატების” მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება უნდა შევიდეს, რომელიც “ქრისტიანული და საზოგადოებრივი მორალის” დაკანონებას შეეხება.
კომენტარი