2012.01.30

ლავროვის ვიზიტამდე ქართულმა მხარემ ფიჯის 200 ნეტ–ბუქი გადასცა

პოლიტიკა, კონფლიქტები,
ახალზელანდიური რადიოს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ერთი დღით უსწრებს ფიჯიზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისიტრის, სერგეი ლავროვის სტუმრობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციამ ფიჯის კუნძულებს შემოწირულობის სახით 200 ნეტ–ბუქი გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Radio New Zealand International ავრცელებს.

ახალზელანდიური რადიოს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ერთი დღით უსწრებს ფიჯიზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისიტრის, სერგეი ლავროვის სტუმრობას.

ავსტრალიურ მედიაზე დაყრდნობით, რუსეთის საელჩო კანბერაში აღნიშნავს, რომ ის არ  ლობირებს ფიჯის კუნძულებს, რომ მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების– აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის– დამოუკიდებლობა აღიარონ.

რადიოს ცნობით, საქართველოს დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველო ფიჯის სხვადასხვა მიმართულებით მომავალშიც დაეხმარება.

დღეს, 30 იანვარს, აღნიშნულ სკითხზე კომენტირებისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ იმედი გამოთქვა, რომ ფიჯი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს

"იმედს ვიტოვებთ, რომ ფიჯის ხელისუფლება დარჩება ერთგული საერთაშორისო პრინციპებისა, რომელსაც აღიარებს გაეროს წევრი ყველა ქვეყანა. იმედი გვაქვს, რომ ისინი გაუძლებენ ამ ცდუნებას თუ ზეწოლას რუსეთის მხრიდან და დარჩებიან ერთგულნი როგორც ჩვენ მიმართ კეთილი და პარტნიორული ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე, იმ ვალდებულების წინაშე, რომელიც მათ აქვთ აღებული," - განაცხადა ჯალაღონიამ.

შეგახსენებთ, საქართველომ ფიჯის კუნძულებთან დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წლის მარტში დაამყარა.