2013.05.15

პრეზიდენტი: საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფრთხილად

“ჩვენ ტერიტორიები არ გვაქვს დაკარგული მანამ, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა ამას არ აღიარებს, პირიქით, აღიარებს, რომ ისინი ოკუპირებულია. ოკუპაციას მოჰყვება დეოკუპაცია და ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე“, – ამ განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის მეშვეობით აკეთებს.

სრულად კომენტარი
2013.05.14

საია პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

საია (photo: ) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ ცნობილი საიას განცხადებით გახდა, რომელსაც "ნეტგაზეთი" უცვლელად გთავაზობთ. 

სრულად კომენტარი
2013.05.12

"მომიტევეთ, თუ იმპერატორის ცხენზე საუბრისას უნებლიეთ კალიგულას ნაცვლად ნერონი წამომცდა"

მიხეილ სააკაშვილი (photo: Nestan Tsetskhladze) საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განმარტებას აკეთებს იმის  გამო, რომ გიორგი მარგველაშვილის  საპრეზიდენტო კანდიდატად დანიშვნა რომის იმპერატორის კალიგულას მიერ სენატში ცხენის დანიშვნას შეადარა. პრეზიდენტმა კალიგულას ნაცვლად  ნერონი დაასახელა. 

სრულად კომენტარი
2013.05.11

ჭორვილა– პრეზიდენტთან სტუდენტების დისკუსიის ერთ–ერთი მწვავე თემა [ფოტო/ვიდეო]

აქცია ილიაუნისთან (photo: ) დღეს, 11 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრისას ერთ–ერთი მწვავე დისკუსია პრეზიდენტსა და სტუდენტს შორის ჭორვილასთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა. 

სრულად კომენტარი
2013.05.11

პრეზიდენტმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო

მიხეილ სააკაშვილი  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა ორ  კანონპროექტს ვეტო დაადო. 

სრულად კომენტარი
2013.05.10

პრეზიდენტი სტუდენტებთან და ორი აქცია თსუ–ს პირველი კორპუსის ეზოში (VIDEO)

მიხეილ სააკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც დღეს თსუ–ს პირველ კურპუსში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ, ამბობენ, რომ პრეზიდენტმა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის განათლების სისტემაზე, უცხოეთში სწავლის მსურველთა საგრანტო დაფინანსებაზე, შრომის კოდექსზე, ოკუპაციის კანონში შესატან ცვლილებებზე, ე.წ. ციხის სკანდალზე, ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში დამარცხების გამომწვევ მიზეზებზე, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

სრულად კომენტარი
2013.05.10

სააკაშვილი: ძველი რევოლუციონერი ვარ, სასტვენით როგორ შემაშინებენ?

მიხეილ სააკაშვილი მედიასთან, დიპლომატებთან და უმცირესობასთან შეხვედრისას. 08.02.13/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური (photo: ) ინტერნეტში მიხეილ სააკაშვილის სტუდენტებთან შეხვედრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სააკაშვილი უნივერსიტეტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებზე და ზურაბ ვაზაგაშვილზე საუბრობს:  

სრულად კომენტარი
2013.05.10

სტუდენტი: შეხვედრაზე სააკაშვილმა აფრასიძეებს და ვაზაგაშვილს დამნაშავეები უწოდა

მიხეილ სააკაშვილი მედიასთან, დიპლომატებთან და უმცირესობასთან შეხვედრისას. 08.02.13/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური (photo: ) თსუ–ს სტუდენტ ნიკოლოზ მეტრეველის თქმით, სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული აფრასიძეების ოჯახი მკვლელებად, ხოლო ზურაბ ვაზაგაშვილი დამნაშავედ მოიხსენია.  

სრულად კომენტარი
2013.05.10

სააკაშვილისთვის კითხვების დასმას "ლაბორატორია 1918"–ის წევრებიც აპირებენ

თსუ–ს მე–2 კორპუსი (photo: ) სტუდენტური მოძრაობა "ლაბორატორია 1918"–ის წევრის, სანდრო ცაგარელის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ დარბაზში, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს შეხვდება, ნაცმოძრაობის ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები და პრეზიდენტის მხარდამჭერი ახალგაზრდები არიან მობილიზებული.

სრულად კომენტარი
2013.05.10

რა შეკითხვები აქვთ სტუდენტებს პრეზიდენტთან

თსუ–ს მე–2 კორპუსი (photo: ) პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის თქმით, პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე დასწრების სურვილი 1500-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. 

სრულად კომენტარი