ახალი ამბები

ტრანსპორტის სამსახური სამ სსიპ-ად ჩამოყალიბდება

22 ნოემბერი, 2010 • • 1247
ტრანსპორტის სამსახური სამ სსიპ-ად ჩამოყალიბდება

ტრანსპორტის სამსახური იშლება, – დღეს მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ გაიტანა.

ქობალიას თქმით, ტრანსპორტის სამსახური სამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაიყოფა: საავტომობილო, საავიაციო და საზღვაო ადმინისტრაცია.

,,აუცილებელია, რომ ეს ორგანიზაციები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მუშაობდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ საზღვაო ადმინისტრაციას არ აქვს ბევრი საერთო ავიაციასთან ან საავტომობილო ადმინისტაციასთან, ისინი ცალკე უნდა მუშაობდნენ’’, – განაცხადა ქობალიამ.

ვერა ქობალიას თქმით, ის ხალხი, ვინც აქამდე მუშაობდა საზღვაო ადმინისტრაციაში, ამიერიდან აღარ იმუშავებენ:

,,უნდა ავიყვანოთ ახალი ძლიერი კადრები, რომელთაც ექნებათ გამოცდილება ევროკავშირთან მუშაობაში. გთხოვთ, ყველას, ვისაც საზღვაო ადმინისტაციაში გაქვთ გამოცდილება, კაპიტნები, ვინც საზღვარგარეთ მუშაობთ, თუ გინდათ, რომ ეს სფერო გაძლიერდეს საქართველოში, დაგვიკავშირდით და ერთად შვქმნათ სტრატეგია, ერთად გავაძლიეროთ ეს სფერო”.

საავტომობილო, საავიაციო და საზღვაო ადმინისტრაციები ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი