ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის მიერ გასული კვირის შეფასება

22 ნოემბერი, 2010 • • 1111
პრემიერ-მინისტრის მიერ გასული კვირის შეფასება

გილაურმა გასული კვირა შეაფასა და თქვა, რომ ეს კვირა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული საქართველოს საქართაშორისო დიპლომატიის ისტორიაში.

,, გასულ კვირას  ვარშავაში ჩატარდა ნატოს საპარლამენტო ასაბლეა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსადმი მხარდაჭერას, ტერიტორიული ინტეგრაციის მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ ტერმინოლოგიას, რომელიც დამკვიდრდა საერთაშორისო პოლიტიკაში. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების აღმნიშვნელი ტერმინოლოგია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი  ნატოს საპარლამენტო დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები,  რუსული ჯარ კი– როგორც ოკუპანტი’’, – ამბობს გილაური.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა და  ლისაბონის სამიტი.  

ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ორგანიზაცია და წევრი ქვეყნები გამოთქვმენ მზადყოფნას საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის.  

მასალების გადაბეჭდვის წესი