16 იანვარს მოქალაქეების ნაწილმა, რომელთა შორისაც სვანეთის მცხოვრებლებიც იყვნენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. ისინი სვანეთში, მესტიის ცენტრში, დადგმულ თამარ მეფის ქანდაკებას აპროტესტებდნენ და პრეზიდენტს მის აღებას თხოვდნენ.
აქციის დროს პრეზიდენტი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა - პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ამ დროს მიხეილ სააკაშვილი სვანეთში იყო მუსიკოს ნიაზ დიასამიძესთან ერთად, ათვალირებედნენ მესტიაში მიმდინარე სამუშაოებს და თამარ მეფის ძეგლსაც. "ძველ ქართულ სტილშია გადაწყვეტილი", - ამბობს სააკაშვილი ძეგლის შესახებ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პიაცა მალე მესტიაშიც მოეწყობა. ვიდეო, რომელიც პრეზიდენტის სვანეთში ვიზიტს ასახავს, დასათაურებულია, როგორც "აღმშენებლობა სვანეთში".
საქართველოს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუში დაუშვებლად მიიჩნევს ქრისტიან-დემოკრატების საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სექსუალური უმცირესობებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითავლისწინებს. სპეციალური განცხადება ომბუდსმენის ოფისმა დღეს, 22 მაისს გაავრცელა.
22 მაისს საქართველოს პარლამენტმა სესიაზე მესამე მოსმენით 111 ხმით, ერთხმად მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო რედაქცია, რომლის თანახმადაც კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეეძლება არჩევნებში მონაწილეობა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა ექნება.
“ქრისტიან-დემოკრატების” მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება უნდა შევიდეს, რომელიც “ქრისტიანული და საზოგადოებრივი მორალის” დაკანონებას შეეხება.
კომენტარი