ახალციხეში, ივლიტის ეკლესიაში, დილის ათ საათამდე კათოლიკე, ხოლო ათი საათის შემდეგ მართლმადიდებელი მრევლი ლოცულობს.
ახალციხეში, სოფელ ივლიტაში მდებარე ეკლესიაში, დილის ათ საათამდე კათოლიკე, ხოლო ათი საათის შემდეგ მართლმადიდებელი მრევლი ლოცულობს. ეკლესია მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის სადავოდ მიიჩნევა.
ივლიტის სახელით ცნობილი ტაძარი, რომელიც მეცამეტე საუკუნისაა, სოფელში ერთადერთი სამლოცველოა. უკანასკნელ წლებამდე ეკლესია სოფლის მოსახლეობის მიერ კათოლიკურად მიიჩნეოდა. თუმცა 1990–იანი წლების შემდეგ, როგორც მოსახლეობა ამბობს, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით ეკლესიაში მართლმადიდებლური წირვა–ლოცვების ჩატარება დაიწყეს, რის შემდეგაც კათოლიკე მღვდელს ეკლესიაში წირვის ჩატარება აეკრძალა.
ამის მიუხედავად, სოფლის კათოლიკე მოსახლეობა ეკლესიაში სიარულს მოძღვარის გარეშე მაინც აგრძელებს. ეკლესიაში კათოლიკეებმა პატარა სამლოცველო კუთხე მოაწყვეს. საბოლოოდ, ეკლესიის ერთ კედელზე კათოლიკურ ხატები და რომის პაპის ფოტოსურათი კიდია, მეორე კედელზე კი, მართლმადიდებლურ ხატებთან ერთად, საქართველო პატრიარქის, ილია მეორის.
25 დეკემბერს, კათოლიკური შობის დილას, კათოლიკე მრევლი ეკლესიაში დილის რვა საათიდან მიდის, ლოცვა 11 საათამდე უნდა მოასწრონ, რადგაცნ 11– ის შემდეგ მართლმადიდებლური წირვა იწყება.
კათოლიკე მრევლის ბოლო წევრი სალოცავად ეკლესიაში დილის 11– ის ნახევარზე მიდის. ეკლესიის ეზოში კი უკვე მართლმადიდებელი მრევლი ელოდება წირვის დაწყებას.
.
იმის გამო, რომ კათოლიკე სასულიერო პირს წირვის გამართვა ივლიტის ეკლესიაში აეკრძალა, სოფლის კათოლიკე მოსახლეობამ გამოსავალი იპოვნა– ეკლესიასთან ახლოს ერთსართულიან სახლში კათოლიკე მღვდელი წირვას მართავს. სახლში, სამლოცველოსთან ერთად, სააღმსარებლო ოთახიც მოაწყვეს. ივლიტის ეკლესიიდან წამოღებული კათოლიკური ხატების ნაწილი კი ერთ–ერთ ოთახში უწყვიათ. როგორც კათოლიკეები ამბობენ, მართლმდადებელმა მღვდელმა იოანემ ხატები სამლოცველოში თავად მიუტანა.
იოანე გელაშვილი, ივლიტის ეკლესიის მართლმადიდებელი წინამღვარი, იმის დასადასტურებლად, რომ ივლიტის ეკლესია ისტორიულად მართლმდადიდებლურია, ეკლესიის კედლებში ჩადებულ საფლავის ქვაზე არსებულ მართლმადიდებლურ წარწერაზე მიგვანიშნებს, საფლავის წარწერა 1655 წლით არის დათარიღებული.
კათოლიკეები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ საფლავის ქვები ეკლესიის კედელში მართლმადიდებლებმა თავად ჩადგეს, ეკლესიის იატაკზე კი, სადაც კათოლიკური ელემენტები იყო ამოტვიფრული, მათივე თქმით, ბეტონი დაასხეს.
ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ივლიტის ეკლესია მისი არსებობის დღიდანვე კათოლიკური იყო და ამის შესახებ თავად მართლმადიდებელმა ეკლესიამაც იცოდა.
"კათოლიკური ელემენტები და საფლავები განადგურდა. საერთოდ, თვითნებური რემონტები მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამახასიათებელი გახდა, "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო" კი აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ყურადღებას არ იჩენს. ალბათ, ვერ ბედავს ეკლესიის საქმეებში ჩარევას,"–ამბობს ლაშა ბაქრაძე.
კათოლიკე მღვდელი, ზურაბ კიკაჩიშვილი, რომელიც ამჟამად ვალეს, ივლიტის, ახალციხისა და ბორჯომის წინამძღვარია, ამბობს, რომ ივლიტის ეკლესიასთან დაკავშირებით არაერთხელ მიუმართავს სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც, თუმცა, უშედეგოდ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სოფო მოსიძე არხის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა დღეს, 7 მაისს ოფიციალურად წარადგინა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ საზოგადოებისთვის უნდა წარმედგინა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი...
საქართველოში მოქმედმა ქრისტიანულმა კონფესიებმა, მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, წითელი პარასკევი ერთობლივად აღნიშნეს. მორწმუნეებმა თბილისის ქუჩებში სამსჭვალიანი ჯვრით მსვლელობა მოაწყვეს.
ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია - ბოლო წლებში აბიტურიენტები ამ საგნების მიმართ ყველაზე ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ. ამაზე საქართველოს სამი უნივერსიტეტიდან მიღებული კურსდამთავრებულთა სტატისტიკაც მეტყველებს. მიმდინარე წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სხვა სპეციალობებთან ერთად ბიოლოგია, ქიმია,...
“თითქოს ცუნამიმ გადამიარა, როდესაც გავიგე, რომ ჩემი ოთხი წლის შვილს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს, ნერვულ-კუნთოვანი დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სწრაფად პროგრესირებადი სისუსტე და ატროფია,”- ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ სტატიაში ბეატრის დე მონლო.
კომენტარი